წიწიბურას 7 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც აქამდე არ იცოდით – მარცვლეული კი არა ოქროა! - Gemrielia.ge

წიწიბურას 7 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც აქამდე არ იცოდით – მარცვლეული კი არა ოქროა!


წიწიბურა არა მხოლოდ საკვებია, არამედ ნამდვილი სამკურნალო საშუალება. აი, მისი სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი, რომელთა ცოდნაც აუცილებელია.

რით არის სასარგებლო წიწიბურა

1. დამტკიცებულია, რომ წიწიბურას კერძები ამაღლებს განწყობას. მოხარშული წიწიბურა ასტიმულირებს ტვინის მუშაობას დ ახელს უწყობს ფსიქოემოციური გამძლეობის ამაღლებას.

2. წინა პუნტქის გაგრძელება: წიწიბურას გარსისგან ამზადებენ უძილობის საწინააღმდეგო ბალიშებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ პროდუქტს დამამშვიდებელი თვისებაც აქვს.

3. წიწიბურა – სავსეა ორგანიზმისთვის აუცილებელი ამინომჟავებისა და ცილის (კვერცხის ცილის ან რძის მსგავსი).

4. წიწიბურის დიეტის პოპულარობა იმით აიხსნება, რომ ამ მარცვლეულში შედის ისეთი მინერალური ნივთიერებები, რომლებიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე და წვავს ცხიმებს.

5. მჟავები, რომელსაც წიწიბურა შეიცავს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მჟავა-ტოტოვან ბალანსს არეულირებს, ასევე ამაგრებს სისხლძარღვებს.

6. წიწიბურა შეიცავს ლიპოტროპულ ნივთიერებებს, PP ჯგუფის ვიტამინებს და რუტინს, რომელიც აღადგენს ღვიძლის უჯრედებს და აუმჯობესებს გულის მუშაობას. შეუფასებელია მისი სარგებელი შაქრის დიაბატის მქონე ადამიანებისთვის: ამ პროდუქტის სისტემატიურად მიღების შემთხვევაში შაქრის დონე ორგანიზმში რეგულირდება.

7. ამ საოცარ ბურღულ ორგანიზმიდან გამოაქვს ცუდი ქოლესტერინი. ამიტომაც სასარგებლოა წიწიბურის ყოველდღიურ რაციონში შეტანა ასაკოვანი ადამიანებისთვის.

აღსანიშნავია, რომ შაქარი ბურღულეულის უმეტეს სასარგებლო თვისებას ანეიტრალებს, ამიტომაც წიწიბურისგან ტკბილი ფაფების გაკეთება უმჯობესია თაფლით და არა შაქრით.