ეს კულინარიული საიდუმლოებები ყველა მზარეულმა არ იცის... 17 ხრიკი განსაკუთრებული კერძებისთვის! - Gemrielia.ge

ეს კულინარიული საიდუმლოებები ყველა მზარეულმა არ იცის... 17 ხრიკი განსაკუთრებული კერძებისთვის!

 

 

ზოგიერთი ადამიანი სამზარეულოს, როგორც წმინდა ადგილს, ისე ეპყრობა. კერძის მომზადების საიდუმლო – ერთგვარი რიტუალია. კერძი განსაკუთრებული მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდის, თუკი გარკვეულ პირობებს იცავთ.


გამოცდილი დიასახლისი ისე იქცევა, როგორც რაიმე კულტის მსახური, რომელმაც ზუსტად იცის, რა და რა თანამიმდევრობით უნდა გაკეთდეს, რათა ყოველი ლუკმა ღვთაებრივად გემრიელი იყოს!

გთავაზობთ კულინარიულ საიდუმლოებებს, რომლებიც თქვენს კერძებს მართლაც განსაკუთრებულს გახდის. ყურადღება მიაქციეთ #6-ს, ვფიქრობთ, ეს რჩევა ძალიან ბევრ შემთხვევაში გამოგადგებათ...

1. სალათების მომზადებისას, იდეალური იქნება, თუკი ხახვს წინასწარ 15 წუთით ადრე ცივ წყალში ჩაალბობთ. ასე ბოსტნეული ზედმეტ სიცხარეს დაკარგავს!

 




2. სანამ ყავის მოხარშვას დაიწყებდეთ, დაუმატეთ მასში მწიკვი მარილი (აჯობებს ზღვის მარილი იყოს) და მწიკვი დარიჩინი. სასმელი საოცრად არომატული გამოვა! გემრიელი გამოდის ყავა გამშრალ და წმინდად დაფქულ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრის დამატებითაც.

 




3. სალათებში დაუმატეთ მსხვილად დაფქული მარილი! ასე კერძი ბევრად გემრიელი გამოვა. გარდა ამისა, ეს მარილი ბევრად სასარგებლოა.



4. ნებისმიერ სალათში მარილი სულ ბოლოს, პირდაპირ სუფრასთან მიტანის წინ დაუმატეთ! იმისათვის, რომ ქორფა ბოსტნეულისგან გაკეთებული კერძი უფრო გემრიელი გამოვიდეს, მარილთან ერთად მასში მწიკვი შაქარიც დაუმატეთ.




5. იდეალური ტორტის გამოცხობის საიდუმლო მარტივია! დაიცავით შემდეგი წესი: ბისკვიტის მომზადებისას ზუსტი პროპორციებით (დაიცავით გრემობით) გამოიყენეთ ფქვილი, კვერცხი, კარაქი და შაქარი.

 



6. აუცილებლად დაუმატეთ ცომში სულ ცოტა მარილი, თუნდაც ცომი ტკბილი ღვეზელებისთვის გჭირდებოდეთ.

 




7. იმისათვის, რომ იდეალური ერბოკვერცხი გამოგივიდეთ, შეწვით ის არა მხოლოდ ზეთზე, არამედ წყალზეც. როცა ცლი შეკვრას დაიწყებს, დაუმატეთ ტაფაში სულ ცოტა წყალი. ერბოკვერცხი არ მიიწვავს და ბევრად სასარგებლო და ნაზი გამოვა.

 




8. ძმარი ბალზამიკო – არა მხოლოდ შესანიშნავი საკმაზია ბოსტნეულისთვის, იტალიური პასტისა და ხორცის მარინადებისთვის.
სცადეთ და მოასხით სულ ცოტაოდენი ბალზამიკო დაშაქრულ მარწყვს – კენკრა საოცრად გემრიელი გახდება... სხვა ხილსაც ძალიან უხდება ბალზამიკო, საკმარისია ცოტათი იექსპერიმენტოთ!



9. კატლეტები რბილი და ძალიან გემრიელი გამოგივათ, თუკი ფარშში პურის ნაცვლად საფანელს დაუმატებთ.

 




10. შეწვამდე გარეცხილი ხორცი კარგად გაამშრალეთ: დაბრაწული კანი გარანტირებული იქნება!

 




11. აუცილებლად დაუმატეთ ნამცხვრის გამოცხობისას ცომში ცოტაოდენი ალკოჰოლი: არაყი, რომი, ან კონიაკი. ეს ხრიკი ცომს ფხვიერსა და არომატულს გახდის!

 




12. თუ ლობიო დიდად არ გიყვართ, სცადეთ მისი ლუდში მოთუშვა! შემწვარ ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად, ასე მ ომზადებული ლობიო საოცრად გემრიელი გამოდის.

 



13. თუკი ხორცს მომზადებამდე 2-3 საათით ადრე მდოგვს წაუსვამთ, ის ძალიან წვნიანი გამოვა! ასევე შეგიძლიათ მოაყაროთ ხორცს მომზადებამდე 1 საათით ადრე მარილი და გააჩეროთ, შემდეგ კი გარეცხოთ ცივი წყლით.

 



14. სცადეთ დაუმატოთ ცოდა გაცივებულ მწარე ჩაიში. ლიმონთან პიტნასთან და დარიჩინთან ერთად ეს სასამელი საუკეთესო გამაგრილებელი საშუალება გახდება ცხელ დღეებში! გარდა ამისა სოდა ხელს უწყობს თირკმლის გაწმენდას.

 




15. ყოველთვის გაამშრალეთ საგულდაგულოდ დანები გამოყენებისა და გარეცხვის შემდეგ: ის დიდხანს არ დაბლაგვდება.

 



16. სოდა ყველაზე მაგარ ხორცსაც არბილებს! მოაყარეთ ცოტაოდენი თეთრი ფხვნილი უმ ხორცს მომზადებამდე 15 წუთით ადრე, შემდეგ გარეცხეთ ცივ წყალში. გაოცდებით ისე დაარბილებს ხორცს!



17. სუფრასთან ცხელი კერძები ღუმელში წინასწარ გაცხელებული ჭურჭლით მიიტანეთ, ხოლო ცივი კერძები – ჭურჭლით, რომლსაც წინასწარ მაცივარში გააცივებთ. ასე ბევრად გააგემრიელებთ თქვენს კერძებს!