რატონ უნდა "გაააქტიუროთ" თხილეული - აღმოჩნდა, რომ მათ აქამდე არასწორად მივირთმევდით! - Gemrielia.ge

რატონ უნდა "გაააქტიუროთ" თხილეული - აღმოჩნდა, რომ მათ აქამდე არასწორად მივირთმევდით!



ეს უბრალო, მაგრამ ამასთან გემრიელი სასუსნავი, რომელიც ყველაფერთან ერთად ნოყიერიც არის, ავსებს ორგანიზმს უდიდესი ენერგიით და უამრავი სასარგებლო ვიტამინითა თუ ნივთიერებით.

როგორ მივიღოთ თხილეულისგან მაქსიმალური სარგებელი?

თუკი ყოველდღიურად მიირთმევთ მოხალულ თხილეულს, გირჩევთ, გადახვიდეთ უმ, გამომშრალ ნაყოფზე. სამწუხაროს, მოხალვის პროცესში თხილში შემავალი ბუნებრივი ცხიმი მავნებელ ნივთიერებად გადაიქცევა. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ თხილის, ნიგვზის, ნუშის და მისთნათა სასარგებლო თვისებები და თან მაინცდამაინც მოხალული გირჩევნიათ, ნუ იყიდით დახალულს, არამედ თავად მოხალეთ და მაშინვე მიირთვით, არ გააჩეროთ.

რატომ არის აუცილებელი თხილეულის და სხვადასხვა მცენარის თესლის "გააქტიურება"?

იმისათვის, რომ სწორად გავააქტიუროთ თხილი და მარცვლები – საჭიროა ისინი ღამით დავალბოთ წყალში. ამ ხნის განმავლობაში თხილებში არსებული ცილა და ვიტმაინები, საგრძნობლად გაიზრდება.

თხილები და მარცვლები ფიტინის მჟავას შეიცავენ – ეს მცენარეების შემადგენელი ნივთიერების, ფოსფორის ერთგვარი სათავსოა.  თუ ზედმეტად ბევრ ფიტინის მჟავას მივიღებთ, შესაძლოა მინერალური უკმარისობა, შედეგად კი ოსტეოპოროზი გამოვიწვიოთ.

როგორ გავააქტიუროთ თხილეული?


თუკი დიდი რაოდენობით თხილეულს მიირთმევთ, შეგიძლიათ დაზოგოთ დრო და ბევრი თხილი, ნიგოზი, ნუში და სხვა ნაყოფი, თუ თესლი გააქტიუროთ.

1. აიღეთ დიდი ჯამი, ჩაყარეთ 2 ჭიქა სასურველი თხილეული ან მარცვლეული (გოგრის თესლი, მზესუმზირა და სხვა..).

2. დაასხით გაფილტრული წყალი და დაუმატეთ 2 ჩ/კ ზღვის მარილი.

3. თხილეულისა და მარცვლის უმეტესობისთვის საჭიროა 7-12 საათი დალბობა, ერთადერთია ქეშიუ, რომლისთვისაც 3 დან 5 საათმდე საკმარისია. ხოლო ნუშს 12-14 საათი ესაჭიროება დალბობა.

4. დალბობის შემდეგ თხილი და მარცვლეული კარგად გარეცხეთ.

5. შემდეგ კი კარგად გააშრეთ.

6. როცა თხილეული და მარცვლეული კარგად გაშრება, შეინახეთ ის ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში, მაცივარში. დარწმუნდით, რომ ნაყოფი კარგად მშრალია, წინააღმდეგ შემთხვევაში, იცოდეთ, რომ ის მალე გაფუჭდება.