შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ საუზმობის დროს - Gemrielia.ge

შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ საუზმობის დროს

ბევრი ადამიანი არ საუზმობს, რასაც შემდეგნაირად ხსნიან: ყოველთვის, როცა ვსაუზმობ, მალე მშივდება. საქმე კი ისაა, რომ მათ არასწორად შეარჩიეს საუზმისთვის პროდუქტები.


გთავაზობთ შეცდომებს, რომლებსაც ვუშვებთ დილის მენიუს შერჩევის დროს.

1. არასაკმარისი ცილა. განვიხილოთ რძეში ჩაყრილი "ბურბუშელები". ერთი შეხედვით სწორი არჩევანია. 1 თეფში რძე უდრის 8 გ. ცილას, მაგრამ დამეთანხმებით, რომ რძეს ბოლომდე ხშირად არ ამთავრებენ. ცილა შეითვისება გვიან, ვიდრე ნახშირწყლები. ასე რომ, დაუმატეთ თქვენს მენიუს მოხარშული კვერცხი. 100% ცილა შეგიძლიათ მიიღოთ ასევე ერთი ნაჭერი ტოსტით, რომელსაც არაქისის პასტას წაუსმევთ.

2. უჯრედისის ნაკლებობა. მშრალ საუზმეში ბევრი შაქარია, რომელიც მალე შეითვისება, ამიტომ მალე გვშივდება. და პირიქით: რაც უფრო მეტია უჯრედისი, მით დიდხანს არ მოგშივდებათ. დაიმახსოვრეთ მშრალი საუზმის წესები: მინიმუმ 5გრ. უჯრედისი, და ნაკლები შაქარი.

3. ცხიმის ნაკლებობა. უცხიმო პროდუქტების მიღებიდან 1 საათის შემდეგ თქვენ ისევ მშიერი იქნებით. მოდით ვნახოთ ვითომ ჯანმრთელი საუზმე: უცხიმო იოგურტი, მშრალი საუზმე, სად არის ცხიმი? საკმარისია მივიღოთ 2%-იანი იოგურტი, ან დავამატოთ ცოტა თხილი. უმნიშვნელო რაოდენობით ცხიმის მიღებაც დიდი ხნის განმავლობაში შეითვისება.

4. არასაკმარისი საკვები. მიუხედავად იმისა, რომ ხილი მდიდარია უჯრედისით, ვიტამინებითა და მინერალებით, ის მაინც არ არის საკმარისი სრულყოფილი საუზმისათვის. დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, დილით გადარბენაზე ვართ და ვაშლითა და ბანანით ვკმაყოფილდებით. მაგრამ თუ დავჯდებით და მშვიდად ვისაუზმებთ იგივე პროდუქტებს და მივიღებთ 300- 400 კკალორიას, მეტად დანაყრებულად ვიგრძნობთ თავს.

5. ცოტა გვიანია. რეკომენდებულია ვისაუზმოთ გაღვიძებიდან ერთ საათში, თუ ეს შესაძლებელია. დაიმახსოვრეთ: საუზმის მიზანია - მივცეთ ორგანიზმს ენერგია. თუ საუზმის დრო მიუახლოვდა სადილობის დროს, ის აღარ ასრულებს ეფექტურად თავის ფუნქციას. ისიც გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი საუზმე ჯობს მის საერთოდ არარსებობას.
რომელია ყველაზე სასარგებლო პროდუქტები საუზმისთვის? იხილეთ...