შოკოლადის პრიალა მინანქრის 4 საუკეთესო რეცეპტი! - Gemrielia.ge

შოკოლადის პრიალა მინანქრის 4 საუკეთესო რეცეპტი!

 

შოკოლადის მინანქარი – ეს არა მხოლოდ უამრავი დესერტის, ტორტისა და ნამცხვრის დამამშვენებელია, არამედ კულინარიული ნაკლის გამოსასწორებელი და დესერტებისთვის განუმეორებელი შოკოლადის გემოს მიმცემი. ასევე მას ცალკე, დამოუკიდებელ დესერატადაც მიირთმევენ.


გთავაზობთ მინანქრის 4 საუკეთესო რეცეპტს:

1. დამწყებთათვის:

ინგრედიენტები:

კაკაო 3 ს/კ
კარაქი 50 გ
შაქარი 3 ს/კ
არაჟანი 2 ს/კ

მომზადების წესი:
არაჟანში კარგად გახსენით კაკაო ცეცხლგამძლე ჯამში, დაუმატეთ შაქარი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ მასა ადუღებამდე. ჩააგდეთ ცხელ მასაში კარაქი და მოურიეთ, სანამ კარგად არ გაიხსნეა. გააგრილეთ და გამოიყენეთ სურვილისამებრ.

2. მინანქარი რძეზე

ინგრედიენტები:
შაქარი 4 ს/კ
რძე 2 ს/კ
კაკაო 2 ს/კ

მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი კარგად შეურიეთ ერთმანეთს, დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ. მიიყვანეთ გასქელებამდე. როცა მინანქარი გაგრილება, შეგიძლიათ დაუმატოთ ცალ-ცალკე ათქვეფილი კვერცხის ცილა და გული. ასე თქვენ შოკოლადის კრემს მიიღებთ, რომელსაც წაუსვამთ ტორტის ბისკვიტს ან უბრალოდ ტოსტის პურს საუზმისთვის.

3. მინაქნარი ფქვილით

ინგრედიენტები:
კარაქი 50 გ
კაკაო 1 ს/კ
ფქვილი 1 ს/კ
შაქარი 0,5 ჭიქა
რძე 5 ს/კ

მომზადების წესი:
შეურიეთ ერთმანეთში მშრალი ინგრედიენტები, დაუმატეთ რძე, დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, თან ურიეთ, რომ არ მიეკროს ჯამს. გააგრილეთ. როცა მინანქარი ორნავ თბილი იქნება, დაუმატეთ კარაქი და ვანილი და კარგად აურიეთ. თუ მასა თხელი გაგოგივიდათ, დაუმატეთ კიდევ ერთი კოვზი ფქვილი. ასეთი მინაქნარი გამოდგება შინ მომზადებული კანფეტისთვის.

4. მინანქარი შოკოლადით

ინგრედიენტები:
შოკოლადი 150 გ
შაქარი 100 გ
კარაქი 30 გ

მომზადების წესი:
დაამტვრიეთ შოკოლადი და დადგით დაბალ ცეცხლზე, მაშინვე დაუმატეთ შაქარი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ კარაქი და კვლავ ურიეთ. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ შაქარი ბოლომდე არ ჩადნება. ეს შესანიშნავი მინანქარი ტორტებზე მოსასხმელად, რადგან კარგად მაგრდება და არ იღვენთება.