6 მიზეზი, რათა არასოდეს გამოიყენოთ ტეფლონის ზედაპირიანი ტაფები! - Gemrielia.ge

6 მიზეზი, რათა არასოდეს გამოიყენოთ ტეფლონის ზედაპირიანი ტაფები!

 

ასეთ ჭურჭელს სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია თქვენი ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებული რისკის ქვეში იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ტეფლონის ზედაპირიან ტაფებსა თუ ქვაბებს იყენებენ.

საქმე ისაა, რომ ტეფლონის გაცხელების შედეგად გამოიყოფა უამრავი ტოქსიკური ნივთიერება, რომლებიც საკვებში ხვდება. ამასთან შხამის ეს დოზა საკმარისია იმისთვის, რომ მოკლას მაგალითად, შინაური ცხოველი ან ადამიანებში გამოიწვიოს სიმპტომები, რომლებიც ძალიან გავს გრიპს.

არსებობს რამდენიმე მონაცემი (თანაც მყარი), რომ ტეფლონის ზედაპირის მქონე ჭურჭელს შეუძლია გამოიწვიოს კიბო, სისხლში აწიოს ქოლესტერინის დონე და ასევე გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.

მაგრამ როგორ მოვიქცეთ? გირჩევთ გამოიყენოთ უსაფრთხო ჭურჭელი – თუჯის ან კერამიკული.
თუჯი
თუჯის ტაფები შეიძლება მძიმეა, მაგრამ სამაგიეროდ, მარადიული. თუნდაც თუჯის ჭურჭელს ჟანგი მოედოს, მიდი მოცილება მარტივად არის შესაძლებელი და კვლავ გამოყენება უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის!
ასე რომ, თუჯს, ფაქტობრივად, ალტერნატივე არ აქვს.

ის აბსოლუტურად უსაფრთხოა.
ლითონის ჭურჭელი საერთოდაც #1 უსაფრთხოების მხრივ.
გავრცელებული მითია, რომ თითქოს თუჯის ჭურჭლის ხშირი რეცხვა წყლითა და საპნით არ შეიძლება. მაგრამ ეს მხოლოდ მითია და მეტი არაფერი.
თუჯის რეცხვა შეგიძლიათ იმდენჯერ და ისეთი წყლით, როგორითაც მოგესურვებათ. ვერანაირი უხეში ღრუბელი მას ვერაფერს დააკლებს.

კერამიკა
თუ თუჯის ტაფა იმიტომ გაღიზიანებთ, რომ იკრავს საჭმელს, მაშინ უწვავი ზედაპირის ალტერნატივად კერამიკას გირჩევთ. თუმცა სულ უცხიმოდ მასზე ვერ შეწვავთ, ცოტაოდენი კარაქი ან ზეთი აუცილებლად დაგჭირდებათ.

ზედაპირის თანაბარი გაცხელება
რატომ ყიდულობთ ტეფლონს? ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ "ტეფალის" ზედაპირი თანაბრად ცხელდება. მაგრამ სწორედ იგივე თვისებების მქონეა კერამიკა.

მისი გარეცხვა ძალიან მარტივია!
თუჯის ტაფებისა და ქვაბებისგან განსხვავებით კერამიკული ჭურჭელი ძალიან მარტივად ირეცხება. მის ზედაპირზე არაფერი რჩება და არც წინასწარ დალბობა სჭირდება.

არანაირი ნაკაწრები
ყველამ ვიცით, რომ თუკი ტეფლონის ზედაპირიანი ტაფა გაიკაწრა, ის თავის თვისებებს კარგავს. კერემიკულ ჭურჭელს კი ეს საფრთხე არ ემუქრება.

სამწუხაროდ, კერამიკულ ჭურჭელსაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები: ფასი და წონა (თუმცა, არც ისეთი, როგორიც თუჯს აქვს). მაგრამ პლუსები, რომლებიც ჯანმრთელობასთან არის ძირითადად კავშირში, ნამდვილად წონის ყველაფერს.