ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ 10 პროდუქტის გაყინვა შესაძლებელია - ჩაინიშნეთ ეს სია! - Gemrielia.ge

ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ 10 პროდუქტის გაყინვა შესაძლებელია - ჩაინიშნეთ ეს სია!

რა შესანიშნავია, რომ ჩვენს დროში მშრალი საყინულეები არსებობს და შეგვიძლია გავავსოთ ის ხორცით, თევზით, კენკრითა და ბოსნტეულით.
არსებობს უამრავი პროდუქტი, რომელთა გაყინვაც შესაძლებელია, თანაც ისე, რომ შევუნარჩუნოთ გემო და ვიტამინები.

ნახეთ იმ 10 პროდუქტის სია, რომელთა გაყინვაც შესაძლებელია და წესები, რომლის მიხედვითაც უნდა შეინახოთ ისინი ზამთრისთვის.

1. ყველი
შესაძლებელია დიდი ნაჭერი ყველის გაყინვა, ასე გალღობის შემდეგ პროდუქტი არ დაკარგავს პირვანდელ სახეს. ასევე შეგიძლიათ დაჭრათ გაყინვამდე ყველი, მოათავსოთ კონტეინერში, დაუმატოთ ერთი ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი ან ფქვილი, რათა გაყინვისას, ერთმანეთს არ შეეწებოს ყველის ნაჭრები.
თუ გახეხილი ყველის შენახვა გსურთ, მოათავსეთ ის გაყინვისთვის განკუთვნილ სპეციალურ პაკეტებში. მისი შენახვა საყინულეში რამდნიმე თვე შგიძლიათ.

2. შინ მომზადებული ბლინები, ვაფლები და ფრანგული ტოსტები
გაყინეთ მზა ბლინები და ხშირად გაანაებივრეთ ოჯახის წევრები სხვადასხვა გულსართიანი გემრიელი ბლინებით. წლის ნებისმიერ დროს შეძლებთ, გამოიღოთ საყინულედან, გაალღვოთ მიკროტალღურ ღუმელში და ისაუზმოთ გემრიელად.

3. ხილი
ხილის გაყინვისას შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი წესით: ჯერ გაახვიოთ ის პერგამენტის ქაღალდში და შემდეგ მოათავსოთ გასაყინ პაკეტებში.

4. ბრინჯი
იმისათვის, რომ არ ელოდოთ ბრინჯის მოხარშვას (განსაკუთრებით ყავისფერის, რომელსაც მთელი 50 წუთი ჭირდება ხარშვა), შეგიძლიათ ის გაყინოთ. მოხარშული ბრინჯი ჯერ გაშლილ ლანგარზე უნდა გაყინოთ, შემდეგ კი მოათავსოთ გასაყინ პაკეტში.

5. სიმინდი
გაყინეთ პირდაპირ, თავისივე ფოთლებში.

6. ტომატპასა
ტომატს დაუმატეთ ნიორი, მწვანილები და ზეითუნის ზეთი, მოთუშეთ მაღალ ცეცხლზე დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში. როცა მასა გაცივდება, მოათავსეთ ის გასაყინ პაკეტებში და შეაგდეთ საყინულეში.

7. ორცხობილების ცომი
ცომი ჯერ გაშლილ ლანგარზე უნდა გაყინოთ, შემდეგ კი მოათავსოთ პაკეტში.

8. დაჭრილი ბოსტნეული
შეგიძლიათ გაყინოთ დაჭრილი ხახვი, ტკბილი წიწაკა ან წიწაკა ჩილი. დაჭერით და მოათავსეთ ისინი გასაყინ პაკეტებში.

9. ლიმონის და ლაიმის წვენი, ცედრა
გამოწურეთ ლიმონის და ლაიმის წვენი, ჩაასხით ყინულის ფორმებში და მოათავსეთ საყინულეში. ასევე შეგიძლიათ ჩაყაროთ ცედრა გასაყინ პაკეტებში და ისე გაყინოთ.

10. მწვანილები
დაჭერით მწვანილი ჩაყარეთ ყინულის ფორმებში, დაასხით ცოტაოდენი წყალი და შედგით საყინულეში. ამ ყინულის კუბიკებს გამოიყენებთ, წვნიანებსა და სხვა კერძებში.