ამ 4 ხრიკის წყალობით ომლეტი განსაკუთრებულად გემრიელი გამოდის... - Gemrielia.ge

ამ 4 ხრიკის წყალობით ომლეტი განსაკუთრებულად გემრიელი გამოდის...

ერთი შეხედვით, ომლეტის მომზადებას დიდი ფილოსოფია და კულინარიული შესაძლებლობები არ ჭირდება. მაგრამ სინამდვილეში, იმისათვის, რომ მართლაც უგემრიელესი კერძი მიიღოთ, საჭიროა დაიცვათ რამდენიმე ისეთი წესი, რომელიც მხოლოდ ერთეულებმა იცის.

 

1. დაუმატეთ კიდევ რამდენიმე კვერცხის გული

დამატებული კვერცხის გული არა მხოლოდ კიდევ უფრო გააგემრიელებს ომლეტს, არამედ უფრო ფუმფულას გახდის მას. ასევე ამ ხრიკის მეშვეობით ერბოკვერცხი ადვილად არ მიგეწვებათ რაფაზე.

2. დაუმატეთ რძე

დაუმატეთ მაღალპროცენტიანი რძე, თანაც შემდეგი პროპორციებით კვერცხთან მიმართებაში: 1:1 –ზე.

3. კვერცხი ათქვიფეთ ჩანგლით ან ხელის ზამბარით

ბევრი ომლეტს მიქსერით თქვეფს. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მიქსერით ათქვეფისას ცილისა და გულის სტრუქტურა ირღვევა და ომლეტი ფუმფულა აღარ გამოდის. ამიტომაც ყოველთვის ათქვიფეთ კვერცხი ჩანგლით ან ხელის ზამბარით.

4. შეწვით სწორად!

პირველი 5 წუთი ომლეტი საშუალო ცეცხლზე უნდა შეიწვას, შემდეგ უნდა დაუკლოთ ცეცხლს და ასე ამზადოთ, სანამ არ დაუბრაწება.