30-31 ივლისს "თბილისი-მოლში" კულინარიული ფესტივალი გაიმართება - Gemrielia.ge

30-31 ივლისს "თბილისი-მოლში" კულინარიული ფესტივალი გაიმართება


ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა აქტივობა: დეგუსტაციები, კულინარიული რინგი, შეფ-მზარეულების მასტერკლასები, პრეზენტაციები, ბარ-შოუ და სხვა.

პროექტის მიზანია, მომხმარებელთა ფართო აუდიტორიისთვის სხვადასხვა სახეობის კერძებისა და პროდუქციის წარდგენა, რაც თავის მხრივ გულისხმობს ფესტივალში მონაწილე კომპანიების პოპულარიზაციასა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას.

კულინარიული ფესტივალი სხვადასხვა აქტივობით მონაწილე კომპანიებს ხელს შეუწყობს საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების დადებითი მხარეების მაქსიმალურად წარმოჩენაში.

"კულინარიული ფესტივალი" 30-31 ივლისს დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე გაიმართება. პროექტის მიმდინარეობისას მომხმარებლებს მიეცემათ შესაძლებლობა, დააგემოვნონ ან უშუალოდ მონაწილე კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია ამა თუ იმ პროდუქტსა და მომსახურებაზე.

"კულინარიული ფესტივალის" საინფორმაციო მხარდამჭერია ჟურნალი "გემრიელი" და gemrielia.ge.