პურის გამოყენების 9 უჩვეულო და გენიალური მეთოდი! - Gemrielia.ge

პურის გამოყენების 9 უჩვეულო და გენიალური მეთოდი!


ალბათ ცოტა თუ მიხვდება, რომ პურისგან არა მხოლოდ ბუტერბროდების გაკეთებაა შესაძლებელი, არამედ ის საუკეთესო დამხმარეა დიასახლისებისთვის სამზარეულოში.

როგორ გამოვიყენოთ პური სამზარეულოში

1. ხახვის დაჭრამდე ჩაიდეთ პირში პურის ნაჭერი და მოუჭირეთ კბილები – ამ მეთოდით თავიდან აიცილებთ ცრემლებს.


2. ახალმოხარშულ სიმინდს კარაქს მოხერხებულად და ისე, რომ ხელებს არ დაიწვამთ, წაუსვამთ პურის ნაჭრით. სხვათა შორის, ამის შემდეგ პურიც განსაკუთრებულად გემრიელია!


3. დაჭრილი ტორტი არ გამოშრება და არ გახმება, თუკი მოჭრილ ადგილებზე პურის ნაჭრებს მიადებთ.


4. თუ მოხარშვისას ბრინჯი მიგეწვათ, მოათავსეთ ქვაბში პურის ნაჭრები, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ ასე 15 წუთი. მიმწვარის სუნი და გემო ბრინჯს მაშინვე გაუქრება.


5. ყავის საფქვავის გაწმენდა შაქრის პუდრის ან სუნელების დაფქვის შემდეგ პურის ნაჭრით არის შესაძლებელი.


6. ტოსტის პურები ეფექტურად იწოვს ზედმეტ ცხიმს.


7. იმისათვის, რომ შაქარმა, ზეფირმა, ფხვიერმა ნამცხვრებმა შეინარჩუნოს გემო და არ გამოშრეს, მოათავსეთ მათთან ერთად ქილებში პურის ნაჭრები.


8. ე.წ. ფრანგული გრენკები ძალიან უხდება სხვადასხვა სალათსა და წვნიანებს! დაჭერით პური კუბიკებად, მოაყარეთ მარილი, სუნელები, მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ამოურიეთ. გაშალეთ ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 200 გრადუსზე, სანამ პურის ნაჭრები არ დაიბრაწება.


9. საფანელი გჭირდებათ? ამაზე მარტივი არაფერია! გაატარეთ პური ხორცსაკეპ მანქანაში და გამოაშრეთ ღუმელში: ეს საფანელი ნაყიდზე ბევრად უკეთესია.