როგორ შევინახოთ სანთლის მეშვეობით საზამთრო ცოცხლად ახალ წლამდე - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ სანთლის მეშვეობით საზამთრო ცოცხლად ახალ წლამდე


მაგრამ როგორ დაგაინტერესებთ. მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას და ახალ წელს დატკბით ცოცხალი საზამთროს გემოთი და არომატით:

შეარჩიეთ საზამთრო სწორად
მთავარია, იპოვოთ საზამთრო ნახეთქებით, ჩაღრმავებები და სხვა დაზიანებების გარეშე, თორემ სხვა ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდება.
არ შეარჩიოთ შესანახად ზედმეტად დიდი ზომის ნაყოფი. ოპტიმალური იქნება დაახლოებით 4 კგ-ს საზამთრო.
უმჯობესია, შეარჩიოთ გვიან დამწიფებული, სქელკანიანი საზამთრო.
ზედმეტად გადამწიფებული საზამთროც არ შეარჩიოთ შესანახად.

დამცავი საფარი
საზამთროს შენახვის მეთოდი, რომელზეც ახლა გიამბობთ, ინდოეთიდან მოვიდა ჩვენამდე და მისი არსი შემდგომში მდგომარეობს: საზამთრო იფარება პარაფინის ან ცვილის ფენით, რომელიც ნაყოფს იცავს გარეგანი ზემოქმედებისგან და გამოშრობისგან. ეს კი შემდეგნაირად კეთდება:
გაწმინდეთ საზამთრო მშრალი ჩვრით, არ გარეცხოთ;
გაადნეთ პარაფინი ან ცვილი წყლის აბაზანაზე. თუ მასალა ვერ შეიძინეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი სანთლები.რა თქმა უნდა, წინასწარ მოაწილეთ ფითილი და დაანაწევრეთ.
ოდნავ შეაგრილეთ გამდნარი მასა და შემდეგ თნაბრად გაანაწილეთ საზათროზე მთლიანად. საფარის სისქე მინიმუმ 0,5 ს. უნდა იყოს - ასე რომ იქამდე, ასხით, სანამ ასეთ სქელ ფენას არ მიიღებთ.
აცალეთ პარაფინს რომ გაშრეს.

შენახვა
პარაფინით დაფარული საზამთრო უნდა შეინახოთ მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას. საუკეთესო იქნება, თუკი მას ჩალით ან გაზეთებით სავსე ყუთში მოათავსებთ და ისე შეინახავთ.
დაჭრამდე, რა თქმა უნდა, აუცილებელია გაასუფთავოთ საზამთრო პარაფინის საფარისგან და კარგად გარეცხოთ.