ტოპ-5 მყუდრო რესტორანი, სადაც შემოდგომის ცივი დღეების გატარება ყველაზე სასიამოვნოა - Gemrielia.ge

ტოპ-5 მყუდრო რესტორანი, სადაც შემოდგომის ცივი დღეების გატარება ყველაზე სასიამოვნოა



იბერია
GEMRIELIA
"იბერიაში" ქართული კერძების მრავალფეროვანი არჩევანია. აქ კერძებს განსხვავებული გემო აქვს. მენიუში ყველაფერია, რაც ტრადიციული კერძების მოყვარულმა ადამიანმა შეიძლება ინატროს და თან, ყველაფერი - გამორჩეულად გემრიელია! გემრიელს დახვეწილი გარემოც ერწყმის და ხვდები რომ ეს ის ადგილია სადაც ყოფნა ყოველთვის გსიამოვნებს.

ალავერდი
GEMRIELIA
რესტორანი "ალავერდი" იდეალურია დაბადების დღეების და ნებისმიერი წვეულების გადასახდელად. მრავალფეროვანი მენიუ ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს. შეგიძლიათ ენდოთ პროფესიონალებს და დრო არაჩვეულებრივად გაატაროთ.აქ ყოველთვის ზრუნავენ შენს კომფორტზე,ამიტომ ესტუმრეთ რესტორან ალავერდს როცა გინდა რომ თავი გამორჩეულად იგრძნო.

Via Veneto

GEMRIELIA
საუცხოო კერძების გარდა, Via Veneto-ში ძალიან სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ კარაოკე-საღამო მოაწყოთ და მეგობრებთან ერთად იმხიარულოთ. ასევე, მსუბუქადაც წაიხემსოთ. როცა გადაწყვეტთ გემოვნებიანად გაატაროთ საღამო, ესტუმრეთ Via Veneto-ს.

DALLAS
GEMRIELIA
ამერიკაში ყველაზე პოპულარული კერძი - გაუდის ყველში და ღუმელში გამომცხვარი კანჭის დაგემოვნებას DALLAS-ში შეძლებთ. ამერიკაში ნამუშევარი, გამოცდილი მზარეული ყველაზე გემრიელ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ! ღუმელში გამომცხვარი უგემრიელესი ღორის კანჭი Pork Wellington, იხარშება სპეციალურ სოუსში. შემოხვეული აქვს ბეკონი, ყველი `გაუდა` და ცომი.
პაბ - რესტორანში კარაოკე საღამოები და მხიარული გართობა გელით. არ გადადოთ ესტუმრეთ

ENGLISH TEA HOUSE
GEMRIELIA
სავახშმოდ აუცილებლად ესტუმრეთ ჩაის სახლს. აქ საოცრად არომატულ ჩაის - WHITTARD-ს დაგალევინებენ და გემრიელი ნამცხვრებით გაგიმასპინძლდებიან. გირჩევთ, დააგემოვნოთ ბრაუნი ნაყინით - ის საოცრად გემრიელია. ის ხომ თბილისში ყველაზე გამორჩეულია, აქ გასინჯული ნამცხრები გემო არასდროს დაგავიწყდებათ და როდესაც რაიმე გემრიელის გასინჯვა მოგინდებათ ისე ამ საოცარ ადგილზე მოხვალთ. აქ ხომ ნამდვილი ინგლისური გარემოა.