ფრიტიური - Gemrielia.ge

ფრიტიური


არ არის რეკომენდებული ცივი გამოხდის ზეთის ფრიტიურში გამოყენება. რამდენადაც ეს უკანასკნელი ძალზე სასარგებლოა უმად მოხმარებისთვის, იმდენად ადამიანის ორგანიზმზე ცუდ გავლენას ახდენს თბოდამუშავების შემდეგ. ფრიტიურისთვის ასევე გამოიყენება ერბო, ბატის, საქონლის, ღორისა და ცხვრის მუცლის ქონი. ერბოს მოხმარება შედარებით შეზღუდულია, ვინაიდან არ შეიძლება ამ პროდუქტის ძალიან გახურება, ხოლო დაბალ ტემპერატურაზე გახურებული ცხიმი პროდუქტს შეწვის დროს უფრო ინტენსიურად ჟღინთავს.

ფრიტიურისთვის არ გამოდგება კარაქი და მარგარინი. ზეთში შეგვიძლია შევწვათ პრაქტიკულად ყველა პროდუქტი. უშაქრო ცომეულისა და ბოსტნეულისთვის რეკომენდებულია ზეთისა და ძროხის ქონის ნარევი. ტკბილი ცომეულის შესაწვავად ცხოველური ცხიმებიდან გამოიყენება ღორის ქონისა და ზეთის ნარევი. ცხიმების შერევას მაინც ფრთხილი მიდგომა სჭირდება, რადგან თითოეულ მათგანს წვის ინდივიდუალური ტემპერატურა გააჩნია. აზიურ სამზარეულოში ფართოდაა გავრცელებული ფრიტიურისთვის ცხვრის ქონის გამოყენება. ზოგ რეცეპტში ცხიმს ემატება ბრენდი ან არაყი, რათა შემწვარ პროდუქტს არ ჰქონდეს ცხიმის გემო.
ფრიტიურს არომატის შესაძენად შეგვიძლია დავუმატოთ ვაშლი და კომში. ამ შემთხვევაში გაცხელების შემდეგ ცხიმი უნდა გადავწუროთ. ფრიტიური უნდა მოვამზადოთ ღრმა ჭურჭელში, სადაც ადუღებული ცხიმი დაფარავს შესაწვავ პროდუქტებს. არსებობს ფრიტიურის სპეციალური მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ეს პროცესი გაცილებით გამარტივებულია.