პასტის მსოფლიო დღე და იტალიელი შეფმზარეულების მიერ მომზადებული პასტა თბილისში - Gemrielia.ge

პასტის მსოფლიო დღე და იტალიელი შეფმზარეულების მიერ მომზადებული პასტა თბილისში


იქნებ თვალებს ხუჭავთ და წარმოიდგენთ, გონდოლაზე წამოწოლილი როგორ ათვალიერებთ ვენეციის ქუჩებს, თან გონდოლიერის იტალიური ნოტები საამოდ ჩაგესმით ყურში. იქნებ პიცაზე ფიქრობთ? ან სულაც პასტაზე, რომლის გარეშე იტალია ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც საფრანგეთი კროასანის, ან თუნდაც საქართველო ხაჭაპურის გარეშე.

მართლაც, პასტა ისეთივე ძველი, მიმზიდველი და სასურველია, როგორც თავად იტალია. პასტა პირველად 1154 წელს გამოჩნდა სიცილიაში. 1790 წლამდე, სანამ ტომატის სოუსს დაამზადებდნენ, მას მშრალად, ხელით ჭამდნენ. ჩანგლით მისი ჭამა მხოლოდ ტომატის პასტასთან ერთად დაიწყეს, სწორედ ეს იყო პასტის პირველი სახეობა. დღესდღეობით მსოფლიოში 1300-მდე დასახელების პასტა არსებობს. როგორც სტატისტიკა მოწმობს, წლის მანძილზე ერთი იტალიელი საშუალოდ 30 კილოგრამამდე პასტას მიირთმევს.

ჯერ კიდევ ბერძნულ მითოლოგიაში სჯეროდათ, რომ ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება ჰეფესტოსმა გამოიგონა მოწყობილობა, რომელიც ცომის წვრილ ძაფებს ამზადებდა. მათი წარმოდგენით, სწორედ ეს იყო პირველი მინიშნება პასტის დამზადებისას.

თანამედროვე მსოფლიოში ამ კერძის პოპულარობა იმდენად დიდია, რომ პასტის მსოფლიო დღეც კი არსებობს, რომელიც ყოველი წლის 25 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის შესაძლებლობა უკვე ქართველ პასტის მოყვარულებსაც ეძლევათ. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, მსოფლიოს 35 ქვეყანაში მომხმარებლების რჩეული იტალიური ბრენდი "ჩი გუსტა" 26 ოქტომბერს სასიამოვნო სიურპრიზს გთავაზობთ! პასტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით "ჩი გუსტა" საქართველოში იწვევს ცნობილ იტალიელ მზარეულებს: მაურიციო ჯიანოტის და ჯოვანი დე ჩიკოს, რომლებიც რესტორნის ერთ-ერთ ფილიალში, კერძოდ, თბილისში, ჭავჭავაძის N7-ში მოსულ სტუმრებს იტალიური წესებისა და ტრადიციების დაცვით მომზადებული პასტით გაუმასპინძლდებიან.

GEMRIELIA

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, დააგემოვნოთ ნამდვილი, იტალიური პასტა, რომელსაც თქვენ თვალწინ, სპეციალურად თქვენთვის შექმნიან ცნობილი იტალიელი შეფმზარეულები. თუკი ერთხელ მაინც გაგისინჯავთ პასტა იტალიაში და მისი გემო გენატრებათ ან ჯერ არ დაგიგემოვნებიათ იტალიელი შეფმზარეულების ნახელავი პასტა, ეს შანსი არ უნდა გაუშვათ.

ადგილზე ჩატარდება დარტსის გათამაშება. გათამაშების წესები ასეთია: დარტსის დაფაზე იქნება მითითებული ფასდაკლების პროცენტები. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 10-დან 80 პროცენტამდე ფასდაკლება პასტის სრულ მენიუზე, იმის მიხედვით, თუ რამდენპროცენტიან მიზანში შეძლებთ სამიზნის მოხვედრას.
GEMRIELIA
26 ოქტომბერს, პასტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დარტსის გათამაშება "ჩი გუსტას" ყველა ფილიალში გაიმართება (ქ. თბილისი ს/ც ,,სითი მოლი"; ხიზაბავრის N 1, ქ. თბილისი ,,ბიბლუსი" ვაჟა ფშაველას N 4, ქ. ბათუმი ,,ბიბლუსი გალერეა" მემედ აბაშიძის N 52), თუმცა იტალიელი შეფმზარეულების მიერ მომზადებული პასტის დაგემოვნება მხოლოდ ჭავჭავაძის N7-ში, "ბიბლუსი გალერეაში" იქნება შესაძლებელი.

"ჩი გუსტა" დილის 11 საათიდან მზადაა ყველა პასტის მოყვარული სტუმრის მისაღებად.