თბილისში ეროვნულ ბარმენთა ჩემპიონატი გაიმართა - რა ხდებოდა საუკეთესო ბარმენების შოუზე - Gemrielia.ge

თბილისში ეროვნულ ბარმენთა ჩემპიონატი გაიმართა - რა ხდებოდა საუკეთესო ბარმენების შოუზე



საქართველოს ბარმენთა ასოციაციამ სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, სამი ყველაზე კრეატიული, გემრიელი და სასურველი კოქტეილების შექმნისთვის სამი ბარმენი გამოავლინა. პირველი ადგილი კახა მექვაბიშვილმა დაიკავა, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი ლადო ბეგიაშვილს ერგო. გამარჯვებული ბარმენები უკრაინაში, 3 დღიან ბარ-კემპზე გაემგზავრებიან, რომელიც 7-9 ნოემბერს კიევში გაიმართება.
GEMRIELIA

მესამე ადგილზე გასულ ლევან ბარბაქაძეს ფულადი პრიზი- 500 ლარის ოდენობით ერგო. საკუთარი სიმპათია ჟურნალ ბომონდმაც გამოვლინა- გამარჯვებული ელენე კონჩარიანის შესახებ სტატიას ჟურნალის ფურცლებზე მალე იხილავთ.
GEMRIELIA
ჩემპიონატში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გამოცდილმა ბარმენებმა მიიღეს. კონკურსის მიზანი ბარმენების პროფესიული უნარების ამაღლება იყო.

ჩემპიონატი 2 ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე მონაწილეებმა კლასიკური, ხოლო მეორეზე საავტორო კოქტეილები სამ ეგზემპლარად დაამზადეს. საკონკურსო კოქტეილების მოსამზადებლად განსაზღვრული დრო 7 წუთს შეადგენდა.
GEMRIELIA
კონკურსანტები შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდნენ: სტილი, ტექნიკა, დეგუსტაცია, და პრეზენტაცია. კონკურსის ორგანიზატორი საქართველოს ბარმენთა ასოციაცია გახლდათ. გენერალური სპონსორები კი TM NEMIROFF- ი და გამოცემლობა „მედია პალიტრა“ იყვნენ. 
იხილეთ ფოტოაგალერეა