კარტოფილის პიურეს 8 უგემრიელესი რეცეპტი - შეინახეთ! - Gemrielia.ge

კარტოფილის პიურეს 8 უგემრიელესი რეცეპტი - შეინახეთ!

1. ნახევრად მოხარშეთ კარტოფილი, გადაუღვარეთ წყალი და დაასხით ადუღებული რძე, ხარშეთ კარტოფილის ბოლომდე მოხარშვამდე. დაუმატეთ მარილი და ჩაჭყლიტეთ. 


2. მოხარშული კარტოფილი დაჭყლიტეთ. არაჟანში დაუამტეთ გახეხილი ყველი და წვრილად დაჭრილი ნიორი, მოასხით ეს სოუსი პიურეს. შედგით ღუმელში და აცხვეთ ზედპირის ოდნავ მობრაწვამდე.

3. მოხარშული კარტოფილი ჩაჭყლიტეთ და დაასხით ადუღებული ქათმის ბილიონი. კარგად ათავიფეთ.

4. ნიორი, მწვანილი და კამის თესლი დანაყეთ და აურიეთ გამდნარ კარაქში, შეურიეთ მიღებული მასა მზა პიურეს.

5. 1-2 ცალი კვერცხის გული ათქვიფეთ რამდენიმე კოვზ არაჟანთან ერთად. შეურიეთ ეს მასა მზა პიურეს.

6. მაგარი სახეობის ყველი გახეხეთ წვრილად. მზა პიურეს დაასხით ადუღებული რძე, დაუმატეთ გახეხილი ყველი და კარგად აურიეთ. ყველის რაოდენობა ოდნავ უნდა აჭარბებდეს პიურეს მასას.

7. კარტოფილი ჩაჭყლიტეთ, დაუმატეთ კარაქი და წვრილად დაჭრილი მწვანილი (კამა, მწვანე ხახვი, ოხრახუში) და ნიორი.

8. რძეში ჩაჭყლეტილ კარტოფილს შეურიეთ ერთი მუჭა დანაყილი ნიგოზი.

იმისათვის, რომ პიურე გემრიელი გამოგივიდეთ, დაიცავით რამდენიმე წესი:

კარტოფილი უნდა იყოს იმ ჯიშის, რომელიც ადვილად იშლება.

პიურესთვის აჯობებს, დაჭრათ კარტოფილი პატარა კუბიკებად. შეეცადეთ, კუბიკები იყოს ერთი ფორმისა დაოზომის, რათა ერთდროულად მოიხარშოს.

ძალიან წვრილადაც ნუ დაჭრით, თორემ პიურე უგემური გამოვა.

რძე, რომელსაც აპირებთ რომ პიურეში შეურიოთ, აუცილებლად მდუღარე უნდა იყოს. ცივი რძისგან პიურე შავდება.

პიურეს უხდება, როცა ის კარგად ჩაჭყლეტილია, კრემისებური მასის კონსისტენციამდე.

მიირთვით პიურე აუცილებლად ცხელი.

გაცხელებული პიურე კარგავს უწინდებურ გემოს.