დაუმატეთ ჩვეულებრივ ნაღების კარაქს ეს ინგრედიენტები და გადააქციეთ საუზმე ნეტარებად - Gemrielia.ge

დაუმატეთ ჩვეულებრივ ნაღების კარაქს ეს ინგრედიენტები და გადააქციეთ საუზმე ნეტარებად



გამოიღეთ მაცივრიდან კარაქი და დაელოდეთ, სანამ ოთახის ტემპერატურის გახდება. ყოველი ვარიანტისთვის 170 გრ დაგჭირდებათ.

ჯამში შეურიეთ დარბილებული კარაქი დანამატთან ერთად, შეახვიეთ ფოლგაში, მიეცით სასურველი ფორმა და მოათავსეთ მაცივარში.

აირჩიეთ დანამატი:

ტკბილ-ცხარე: 2 ს.კ. კენკრის ჯემი, 2 ს.კ. ცხარე სოუსი ან აჯიკა, ¾ ჩ.კ. ახლადდაფქული შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.

ქარი + ჯანჯაფილი (კოჭა): 3 ს.კ. წვრილად დაჭრილი ქინძი, 1 წვრილად დაჭრილიმწვანე ხახვი ფოჩის გარეშე, 2 ჩ.კ. გახეხილი ჯანჯაფილი, 2 ჩ.კ. ქარის ფხვნილი, მარილი, შავი პილპილი.

ობიანი ყველი და პირშუშხა ("ხრენი"): 40 გრ დაფხვნილი ობიანი ყველი, 2 ს.კ. დაჭრილი მწვანე ხახვი, 1 ს.კ. პირშუშხა, შავი პილპილი.

მარწყვი და ლაიმი: 3 ს.კ მარწყვის მურაბა, 1 ს.კ. ლაიმის (მწვანე ლიმონი) ცედრა და ლაიმის წვენი.

ციტრუსი და წიწაკა: 1 ს.კ. ლაიმის, ლიმონის და ფორთოხლის ცედრა, 1 დიდი კბილი ნიორი (დაჭყლეტილი), 1 ცხარე წიწაკა (დაბლენდერებული), მარილი, პილპილი.

რძე, შოკოლადი, ჟოლო: 40 გრ წვრილად დაჭრილი რძიანი შოკოლადი, 2 ს.კ. ჟოლოს მურაბა, 1 ჩ.კ სუფთა ვანილის ექსტრაქტი.