რა მასალის ჭურჭლის დადგმა შეიძლება ორთქლის აბაზანაზე და როგორ გამოვიყენოთ ეს მეთოდი სწორად - Gemrielia.ge

რა მასალის ჭურჭლის დადგმა შეიძლება ორთქლის აბაზანაზე და როგორ გამოვიყენოთ ეს მეთოდი სწორად

ორთქლის აბაზანა გასაცხელებელი მოწყობილობაა, რომელიც პროდუქტს არ აცხელებს 100 გრადუსამდე.
საამისოდ გამოიყენება შემდეგი მეთოდი: ქვაბში 1/3-ზე ასხამენ წყალს და ზემოდან დგამენ მოსახარშ მასას მინის ან მეტალის ჭურჭლით ისე, რომ მისი ძირი წყალს არ უნდა ეხებოდეს. ეს მეთოდი განსაკუთრებით დელიკატური კრემებისა და სოუსების მომზადებისთვის არის განსაზღვრული. ასევე შოკოლადის გასადნობად. ორთქლის აბაზანაზე იხარშება ასევე ბეზეს ერთ-ერთი სახეობა.