რა მოვამზადოთ მამლის წლის შესახვედრად: საახალწლო სუფრის მენიუ - Gemrielia.ge

რა მოვამზადოთ მამლის წლის შესახვედრად: საახალწლო სუფრის მენიუ



ჩვენ შევეცდებით, გირჩიოთ, რომელი კერძები, დესერტები და სასმელებით აჯობებს მოაწონოთ თავი სტუმრებს და რაც მათავარია, 2017 წლის სიმბოლოს, მამალს!

სალათები - ეს საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია... ოლივიე? კი, რატომაც არა... თუმცა, იყავით ორიგინალური და გააკეთეთ განსხვავებული, უფრო გემრიელი და ლამაზი სალათა ოლივიე...
alt

ხოლო მამლის ფორმის მარტივი და გემრიელი სალათით კი ნამდვილად გააოცებთ სტუმრებს და წლის მასპინძელს, ოქროსდეზებიანსაც კმაყოფილს დატოვებთ!
ლამაზი და გემრიელი საახალწლო სალათა


მოამზადეთ ლამაზი კანაპეები სხვადასხვა სახეობის პურით, ყველით, ძეხვით, წითელი თევზითა და კრევეტებით. იხ. ტოპ-10 შესანიშნავი იდეა საახალწლო კანაპეს მოსამზადებლად!
052
ტოპ-10 შესანიშნავი იდეა საახალწლო კანაპეს მოსამზადებლად!
იდეა: აუცილებლად დადგით საახალწლო სუფრაზე ჯამით ხორბალი - ეს მამლის საყვარელი საკენკია.
ფრინველის ხორცის მაგივრად, 2017 წლის საახალწლო სუფრაზე აჯობებს იყოს თევზი და ზღვის პროდუქტები.

თევზი შეგიძლიათ შეწვათ, მოხარშოთ, მაგრამ ყველაზე კარგი იქნება, თუ ღუმელში მოამზადებთ და გააფორმებთ ბოსტნეულით, ლიმონით და ხასხასა პომიდვრებით.

იდეა: რადგანაც 2017 ცეცხლოვანი მამლის წელია, მოამზადეთ წითელი თევზი, მაგალითად ორაგული. კარგი იქნება, თუ სუფრაზე წითელი ხიზილალაც გექნებათ. იხილეთ "ჯადოსნური" ორაგულის მომზადების რეცეპტი...

alt

რაც შეეხება დესერტებს, კარგი იქნება, თუ საახალწლო სუფრაზე მკვეთდი ფერის, წითელი, ნარინჯისფერით გაფორმებული ჟელეს ნამცხვრები გექნებათ.
იდეა: მოამზადეთ მსუბუქი, გემრიელი და ყველაზე საახალწლო დესერტი - მანდარინის პანა-კოტა.
მსუბუქი, გემრიელი და ყველაზე საახალწლო დესერტი - მანდარინის პანა-კოტა

წითელი მამალი - მეომარი ხასიათით გამოირჩევა. ამიტომაც, კარგი იქნება, თუკი საახალწლო სუფრაზე ნაკლები იქნება ძალიან მაგარი, სპირტიანი სასმელები. აჯობებს შემოიფარგლოთ შამპანურით და ღვინით.

იდეა: ფრანგულიდან სიტყვა "კოქტეილი" - ითარგმენა, როგორც "მამლის კუდი". ამიტომაც იდეალური იქნება, თუკი საახალწლო სუფრისთვის მოამზადებთ სხვადასხვა ლამაზ-ლამაზ კოქტეილებს. იხ. კოქტეილი "მთვრალი ბანანი".
კოქტეილი

რაც შეეხება საახალწლო სუფრის გაფორმებას, ეცადეთ გამოიყონოთ ბევრი ფერი და რაც შეიძლება კაშკაშა. თამამად აირჩიეთ წითელი, ოქროსფერი მწვანე და ლურჯი - ეს ფერები განსაკუთრებით უყვარს მამალს. მაგრამ ნუ გადააჭარბებთ: სუფრა დახვეწილი და ლამაზი უნდა იყოს და არა აჭრელებული და უბრალო.

იდეა: სუფრის შუაგულში შეგიძლიათ მოათავსოთ ნაძვის ტოტობისგან გაკეთებული კომპოზიცია, რომლის ცენტრშიც მოათავსებთ მამლის ფიგურას.

იხ. სუფრის გაფორმების ყველაზე ორიგინალური მეთოდი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ
Похожее изображение

სუფრის ატრიბუტები: აუცილებელი არ არის 2017 წლის საახალწლო სუფრის ჭურჭელი ძვირფასი იყოს. მამალს ძალიან უყვარს ხე. ამიტომაც სუფრის გაშლისას გამოიყენეთ ეს მასალა. მაგალითად, დაალაგეთ თეფშები ხის სადგამებზე.

იდეა: ყველა თეფშზე დადეთ ნაძვის ხის ტოტი, რომელზეც პატარა სათამაშო იქნება მიმაგრებული.

новый год 2017: сервировка