თუ ოლივიეს მომზადებას აპირებთ, არ დაუშვათ ეს 5 შეცდომა - წაიკითხეთ ცნობილი შეფმზარეულების რჩევები - Gemrielia.ge

თუ ოლივიეს მომზადებას აპირებთ, არ დაუშვათ ეს 5 შეცდომა - წაიკითხეთ ცნობილი შეფმზარეულების რჩევები

საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია სალათ ოლივიეს გარეშე. ამ კერძის მომზადება ერთი შეხედვით ძალიან მარტივია, თუმცა, არსებობს ნიუანსები, რომელთა გათვალისწინების გარეშეც ის ისეთი გემრიელიც ვერ გამოვა და შესაძლოა, მავნებელიც კი გახდეს.


გთავაზობთ ცნობილი შეფმზარეულების რჩევებს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ ამ ტრადიციული სალათის მომზადებისას.

როგორ მოვამზადოთ სწორად სალათა ოლივიე

შეცდომა #1
ნუ შეკმაზავთ სალათს მხოლოდ მაიონეზეით. რა თქმა უნდა, მოსახერხებელია, გამზადებული მაიონეზით კერძის შეზავება, მაგრამ ამის გამო სალათა მძიმე და ზედმეტად ნოყიერი გამოვა. უკეთესი იქნება, თუკი მაიონეზს არაჟნით ან ნაღებით გაანეიტრალებთ.
ასევე მაიონეზის ჩანაცვლება შეგიძლიათ იოგურტით: ასე მომზადებული სალათა ბევრად სასარგებლოა და თამამად შეგიძლიათ აჭამოთ ბავშვებსაც.
თუკი რესტორნის დონის ოლივიეზე გაქვთ პრეტენზია, აჯობებს სალათა შინ მომზადებული მაიონეზით შეაზავოთ: ის შესანიშნავად ინახება 2-3 დღე, ასე რომ, შეგიძლიათ სოუსი წინასწარ გააკეთოთ.
სოუსით შენელება კი უმჯობესია უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ.
как правильно и вкусно приготовить оливье

შეცდომა #2

სალათში საექიმო ძეხვის დამატება - უპატიებელი შეცდომაა.
ძირითადი ინგრედიენტები შემდეგი სიიდან აარჩიეთ: საქონლის, ღორის ან ქათმის ხორცი.
как правильно и вкусно приготовить оливье

შეცდომა #3

სალათაში დიდი რაოდენობით კარტოფილის დამატება - ცუდი იდეაა. ეს უარყოფითად აისახება ოლივიეს გემოს ხარისხზე, კერძს სახამებლიანი და წებოვანი გამოვა. ამასთან კარტოფილი დიდი რაოდნობით მაიონეზს იწოვს, ამის გამო კი იძულებულები ვართ, დიდი რაოდენობით სოუსი გავუკეთოთ მას. ეს კი არ არის კარგი იდეა - კერძი ძალიან მძიმე გამოვა. ამიტომაც გაითვალისწინეთ: 12-14 კაცზე სალათისთვის 4 საშუალო ზომის კარტოფილი საკმარისი იქნება.
как правильно и вкусно приготовить оливье

შეცდომა #4

არავითარ შემთხვევაში არ დაუმატოთ ოლივიეს დაკონსერვებული ბარდა. მისი გემო ძალიან ახლოს არის მოხარშულ კარტოფილთან, ამიტომაც სალათაში აჯობებს გამოიყენოთ გაყინული ბარდა.
ამ რჩევის გათვალისწინებით, თქვენ ზამთრის მძიმე  კერძს მსუბუქ, დახვეწილ და პიკანტური გემოს მქონე კერძად გადააქცევთ.
как правильно и вкусно приготовить оливье

შეცდომა #5

სალათაში მხოლოდ ერთი კვერცხის დამატებაც შეცდომაა. ცნობილი შეფ-მზარეულები ამის თაობაზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებენ. ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ კვერცხი - განსაკუთრებული ინგრედიენტიე, რომელიც კერძს განსაკუთრებულად ნაზ გემოს ანიჭებს. ასევე კვერცხი ანეიტრალებს კარტოფილის, სტაფილოსა და ბარდის გემოს.
ასე რომ, სალათისთვის მოხარშეთ მეტი კვერცხი: 12 ულიფაზე მინიმუმ 3.
как правильно и вкусно приготовить оливье