"ადრე ამ ცომის მოზელა მთელი რიტუალი იყო" – ჰაეროვანი ფენოვანი ცომის საიდუმლოებები... - Gemrielia.ge

"ადრე ამ ცომის მოზელა მთელი რიტუალი იყო" – ჰაეროვანი ფენოვანი ცომის საიდუმლოებები...

სამაგიეროდ, ნათესავ-ახლობელთა ოჯახურ სუფრებზე ხელცარიელი მისვლის მორალური უფლება, პრაქტიკულად, ჩამორთმეული ჰქონდა. განსაკუთრებით, მის მიერ მომზადებული ფენოვანი ღვეზელი იმსახურებდა დიდ მოწონებას, რომელიც საოცრად ჰაეროვანი ფენოვანი ცომით მზადდებოდა. ამ ცომის მოზელა კი მთელი რიტუალი იყო - ზელა, ბრტყელება, გაყინვა, ისევ ბრტყელება და ა. შ. რეცეპტების გაზიარებასაც ხომ დრო უნდოდა - ყველას სურდა, რეცეპტი ჩაეწერა, ერთი ქალბატონი პირდაპირ სახლში მოგვადგა - რეცეპტით ზუსტად ასეთი არ გამომივიდა და პროცესი მაყურებინეთო...

მას შემდეგ დრო გავიდა და ცხოვრებაც გამარტივდა... ახლა შეგვიძლია, უბრალოდ, სუპერმარკეტს მივაკითხოთ და უკვე მზა ფენოვანი ცომი შევიძინოთ. დედაჩემმა კარგი ფენოვანი ცომის მომზადების რამდენიმე საიდუმლო მასწავლა, ამიტომ მზა პროდუქტის ყიდვისას ყოველთვის კრიტიკული ვარ და ვცდილობ, ისეთი ან მასთან მიახლოებული მაინც შევარჩიო, როგორსაც დედა ამზადებდა... მგონი, მივაგენი კიდეც... მას შემდეგ, რაც "ნიკორას" სუპერმარკეტს ვეწვიე და "მზარეულის" მზა ფენოვანი ცომი შევიძინე, მივხვდი, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ზედმეტი წვალება და უსასრულოდ ბრტყელება სულაც აღარ იყო საჭირო!..

წინასაახალწლოდ მინდა თქვენც გაგიზიაროთ მარტივი და გემრიელი ფენოვანი ღვეზელის რეცეპტი, რომელიც დედისგან შემომრჩა. მას მეც წარმატებით ვამზადებ, მხოლოდ ერთი სხვაობით: დედა, თავად წვალობდა ცომის მომზადებისას, მე მზას ვყიდულობ! დამერწმუნეთ, ღვეზელი ისეთივე გემრიელი გამოდის და ამას ოჯახის წევრები თუ მეგობრებიც თამამად აღიარებენ... ისინიც კი, ვისაც დედაჩემის ღვეზელის გემო კარგად ახსოვს... ეს განსაკუთრებით მახარებს ხოლმე!..

მაშ ასე:
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. კვერცხი გავთქვიფოთ, დავამატოთ დაჭრილი წიწაკა, მარილი, პილპილი. დავასხათ ზეთიან ცხელ ტაფაზე და მოვამზადოთ ომლეტი. წვის დროს კვერცხს ხშირად ვურიოთ ხის ან სილიკონის ნიჩბით, რათა ომლეტმა არაერთგვაროვანი სტრუქტურა მიიღოს.

ამის შემდეგ უკვე ჩემ მიერ ნაქებ ფენოვან ცომს ვაბრტყელებ, წარმოიდგინეთ არც ისე ბევრჯერ, დედაჩემისგან განსხვავებით. მოკლედ, გავაბრტყელოთ ცომი (ერთი მიმართულებით, ესეც წარსული გამოცდილებიდან ვიცი) და დავჭრათ ისე, რომ 8 სამკუთხედი მივიღოთ. დავალაგოთ ეს სამკუთხედები ტაფაზე წრიულად, განიერი მხარით შიგნით, ისე, რომ კუთხეები ერთმანეთზე ცოტათი გადადიოდეს. თითოეულ სამკუთხედზე დავადოთ შემწვარი ან უმი ბეკონის ნაჭერი, გავანაწილოთ ომლეტი, ზემოდან მოვაყაროთ ყველი. ცომის ვიწრო მხარე ზემოდან გადმოვაკეცოთ ღვეზელს და გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი. ვაცხოთ 20-30 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.
GEMRIELIA
დედაჩემს კარგი ფენოვანი ცომი რომ გამოსვლოდა, ყოველთვის უმაღლესი ხარისხის ფქვილს იყენებდა და მომზადების დროს რამდენჯერმე ცრიდა. ამგვარად, ჟანგბადით ამდიდრებდა და ძალიან ჰაეროვანი ცომი გამოსდიოდა. მინდა გითხრათ, რომ "მზარეულის" ცომიც ძალიან ჰაეროვანია, ამიტომ ამ პროცედურების გავლა მე აღარ მიწევს. მსგავსება იმდენად დიდია, ხშირად მიფიქრია, ამ ცომს დედაჩემის რეცეპტით ხომ არ ამზადებენ-მეთქი... ამასთან, დედა ყოველთვის მარიგებდა, რომ მარილი ფენოვანი ცომის მომზადებისას ძალიან
მნიშვნელოვანი ინგრედიენტი იყო, განსაკუთრებულ გავლენას კი მის ელასტიკურობასა და სიმკვრივეზე ახდენდა. ამიტომ დოზები ზედმიწევნით უნდა დამეცვა. ამ მიმართულებითაც გამიმართლა: მზა ცომი ელასტიკურიცაა და ზომიერად მკვრივიც...
GEMRIELIA
ამ ყველაფრის შემდეგ არჩევანი თქვენზეა... თუ, ჩემგან განსხვავებით, ზარმაცები არ აღმოჩნდებით და ცომის მომზადებას თავად გადაწყვეტთ, დედაჩემის დანაბარები რჩევები აქაც გამოგადგებათ:

1. ცომის მომზადებისას გაყინულ მარგარინს ჯობია, უბრალოდ, ცივი მარგარინი გამოიყენოთ, რომ მერე გაბრტყელება გაგიადვილდეთ. რაც უფრო მაღალია მარგარინის ცხიმიანობა, მით უფრო ჰაეროვანია ცომი.
2. მომზადებული ცომი დაჭერით ძალიან მჭრელი დანით, რომ ნაპირებზე არ აიკროს და ფორმა არ დაკარგოს.

აი, ამდენ წვრილმანს ითვალისწინებდა დედა ადრე და შვილებსაც გვასწავლიდა. ახლა კი ყველაფერი გაცილებით მარტივია...

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!