როგორ დავიკლოთ წონაში ღვინის დახმარებით - Gemrielia.ge

როგორ დავიკლოთ წონაში ღვინის დახმარებით


დიდებულ სასმელებს, დამღლელი დღის ბოლოს, მოსაწყენი საღამოს გახალისების გარდა, შეუძლია ადამიანის სხეულს სათანადო ფორმა შეუნარჩუნოს. ბევრი დიეტოლოგი ამტკიცებს, რომ წონის დასაკლებად, წითელი ღვინის გამოყენება ძალიან ეფექტური მეთოდია.

წითელი ღვინის სასარგებლო თვისებები


მეცნიერების აზრით, წითელი ღვინის გონივრული დოზით რეგულარული მიღება ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითად მოქმედებს. თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად სვამდნენ თითო ჭიქა წითელ ღვინოს, გაცილებით მცირეა მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის უკმარისობისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების რისკი. ეს განპირობებულია ღვინის შემადგენელი ნივთიერებებით: კერცეტინით, ფლავონოიდებით და რესვერატროლით.

დამამშვიდებელი მოქმედების გარდა, წითელი ღვინო წონის კლებასაც უწყობს ხელს. ის ანელებს დაბერების პროცესს და ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. აქტიური ნივთიერება რესვერატროლი ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს და გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც.

ნუ დაზოგავთ ღვინოში ფულს, რადგან მხოლოდ ხარისხიანი ღვინო შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს და ცხიმის მწველ კომპონენტებს.

დიეტოლოგები რეკომენდაციას უწევენ 1-2 ბოკალი ღვინის დალევას სადილის ან ვახშმის დროს. ღვინის დიეტის დაცვის ხანგრძლივობა 3-5 დღეა. მისი დაცვა არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც კუჭის პრობლემები აქვს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიეტის პერიოდში, საკვების მიღების შუალედები 2 სთ-ზე ნაკლები არ იყოს. სადილს და ვახშამს შორის კი 3 სთ-იანი შუალედი უნდა იქნეს დაცული.
დიეტა წითელი ღვინით ითვალისწინებს რაციონიდან შაქრის, მარილის და სხვა სასმლის გამორიცხვას (წყლის გარდა). ნებადართულია მხოლოდ ლიმონის წვენის მიღება. შაქარი შეგიძლიათ თაფლით ჩაანაცვლოთ.

დიეტისთვის გამოდგება შემდეგი ღვინო:

"ნაფარეული" წითელი მშრალი

"ქინძმარაული ორიგინალი", წითელი ნახევრად ტკბილი

"
ახაშენი" წითელი ნახევრად ტკბილი

ღვინოს ძალიან უხდება ყველი. ღვინო მდიდარია ბევრი ვიტამინით და მიკროელემენტით. ყველში კი, როგორც იცით, ბევრი ცილა და მინერალური მარილია.

ღვინისა და ყველის დიეტა 3 დღეზეა გათვლილი. ამ პერიოდში თქვენ შეძლებთ დაიკლოთ 1,5-3 კგ. სასურველია, დიეტა დასვენების დღეებში დაიცვათ, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ღვინო ალკოჰოლური სასმელია.

ღვინის დიეტის მენიუ
GEMRIELIA

სამივე დღის მენიუ ერთნაირი პროდუქტისგან შედგება:

• საუზმე შედგება პომიდორისა და მაგრად მოხარშული კვერცხისგან.
• 2 სთ-ის შემდეგ მიირთვით ერთი ცალი ვაშლი (სასურველია მწვანე)
• სადილი: 200 გრ ხაჭო (რაც შეიძლება დაბალცხიმიანი) და 1 ცალი კიტრი (არ მოაყაროთ მარილი).
• ვახშამი: 200 გრ მშრალი წითელი ღვინო.

დიეტა შეგიძლიათ გაიმეოროთ თვეში ორჯერ. იმისათვის, რომ დიეტა სასიამოვნო, ეფექტური და კომფორტული იყოს, ღვინის შესაძენად ეწვიეთ საიტს Allwine.ge. შერჩეულ ღვინოს კურიერი უსწრაფესად მოგართმევთ სახლში.