როგორ მივუსადაგოთ კერძები ღვინოს? რეკომენდაციები საახალწლო სუფრისთვის - Gemrielia.ge

როგორ მივუსადაგოთ კერძები ღვინოს? რეკომენდაციები საახალწლო სუფრისთვის



ახალი წლის ღამე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია, რომლის დროსაც ოჯახის წევრები და მეგობრები ერთად იკრიბებიან, სუფრასთან შლიან და ახალი წლის მოსვლას ეგებებიან... ალბათ, დამეთანხმებით, რომ გემრიელი ალკოჰოლური სასმლის გარეშე ახალი წლის შეხვედრა წარმოუდგენელია.

არაფერი შეედრება ხარისხიან, არომატულ ღვინოს, რომელიც ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს. ღვინის დალევა ერთგვარი ხელოვნებაა. იმისათვის, რომ მისი არომატები ბოლომდე შეიგრძნოთ და სასმელმა მაქსიმალური სიამოვნება მოგანიჭოთ, რამდენიმე წესი უნდა იცოდეთ...

ჩვენ სიამოვნებით მოგცემთ რჩევებს და რამდენიმე საიდუმლოსაც გაგიმხელთ.

ღვინისთვის მენიუს შერჩევის ძირითადი წესები

მიუხედავად ღვინის მრავალი სახეობისა, არსებობს ერთი მარტივი წესი: "რთული" გემოს მქონე კერძებს - უბრალო ღვინო უნდა მიუსადაგოთ და პირიქით, დახვეწილ, მაღალი ხარისხის ღვინოსთან ერთად უნდა მიირთვათ ისეთი კერძები, რომელთაც არ აქვთ მკაფიოდ გამოხატული არომატი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სტუმრად მიდიხართ და არ იცით, რით გაგიმასპინძლდებიან, აირჩიეთ წითელი და თეთრი, მშრალი სუფრის ღვინო.
არსებობს კიდევ ერთი წესი: წითელ ღვინოს უხდება წითელი ხორცი, ხოლო თეთრს - თეთრი. ფაქტობრივად, ყველა სახეობის ღვინო ჰარმონიაშია ყველთან.


წითელი ღვინო
GEMRIELIA

წითელ ღვინოს ძალიან უხდება ხორციანი, ცხარე კერძები, ყველის სხვადასხვა სახეობა და შემწვარი ხორცი. ის შეგიძლიათ მიირთვათ პიცასთან, მაკარონთან, ხილთან და კენკრასთან ერთად. მას ასევე უხდება სუში, ორაგული და კალმახი.

ცოტა რამ აკრძალვების შესახებ
არსებობს პროდუქტი, რომელთან ერთადაც არ უნდა მიირთვათ ღვინო, თუ არ გსურთ მისი არომატის დახშობა.
ეს არის კერძები, რომლებშიც მკაფიოდ იგრძნობა ძმარი. მაგალითად, სალათები.

კიდევ ერთი ტაბუ - კაკალია. გემოს რეცეპტორები მთლიანად გადაერთვება კაკლის გემოზე და პრაქტიკულად, სხვა აღარაფერზე მოახდენს რეაგირებას. მათ შორის - ღვინოზეც.
შეეცადეთ, არ მოწიოთ სიგარეტი, როდესაც ხელში ღვინის ბოკალი გიკავიათ. თამბაქოს ბოლი აბსოლუტურად არ უხდება ღვინის არომატს. ნიკოტინის გემო არ მოგცემთ საშუალებას, ღვინის არომატი შეიგრძნოთ.

თეთრი ღვინო
GEMRIELIA

თეთრ ღვინოს ფაქტობრივად, ყველანაირი ზღვის პროდუქტი უხდება (ომარი, მიდიები, კალმარები და ა.შ.), თევზი, ხიზილალა, ფრინველისა და ხბოს ხორცი. ამას გარდა, თეთრი ღვინო იდეალურია უცხიმო ძეხვეულთან, სხვადასხვა სალათასთან და პირველ კერძებთანაც კი (რასაც, როგორც წესი, ღვინოს არ აყოლებენ).


ვარდისფერი ღვინო


ზღვის პროდუქტები, დესერტები, ცივი ხორცის სასუსნავები - ეს ვარდისფერი ღვინის სტიქიაა.

ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოები

Image result
ყველაფერი ზემოთ თქმული სამართლიანია მშრალი ღვინისთვის. ტკბილი და ნახევრად ტკბილი სორტის ღვინის დალევა მიღებულია დესერტებთან, ხილთან, შოკოლადთან, ორცხობილასთან ერთად.

შამპანური
შამპანური, პრაქტიკულად, ნებისმიერ კერძთან შეგიძლიათ მიიტანოთ. სადღესასწაულო სუფრა ამ სასმლით იწყება. თავისთავად, შამპანური ხშირად ხდება დესერტის ნაწილი.

დაბოლოს

დაიმახსოვრეთ, ბოკალი თეთრი ღვინისთვის მხოლოდ 2/3-ზე უნდა აავსოთ, ხოლო წითელი ღვინის - ნახევრამდე.

დამდეგ ახალ-წელს გილოცავთ!