აი, რატომ ყრიან გამოცდილი დიასახლისები ღუმელის ფირფიტაზე მარილს ქათმის შეწვისას! ხრიკი, რომლის გამოყენებაც აუცილებლად ღირს! - Gemrielia.ge

აი, რატომ ყრიან გამოცდილი დიასახლისები ღუმელის ფირფიტაზე მარილს ქათმის შეწვისას! ხრიკი, რომლის გამოყენებაც აუცილებლად ღირს!

როგორ შევწვათ ქათამი სწორად ღუმელში

1. იმისათვის, რომ მთლიანი ქათამი იდეალურად შევწვათ, უნდა გამოვიყენოთ დაახლოებით 1,5 კგ-ს და არა უმეტეს 1 წლის ქათამი.

2. ღუმელის ფირფიტა აჯობებს იყოს კერამიკული ან თუჯის, რათა ქათამი არ მიიწვას და თანაბრად შეიწვას. საუკეთესო ალტერნატივაა - ფოლგა. დააფინეთ რამდენიმე ფენად ფოლგა, შემდეგ მოათვსეთ მასზე ქათამი და ამოუკეცეთ ფოლგის კიდეები.

3. მოათავსეთ ქათამი წინასწარ, 180-200 გრადუსზე გახურებულ ღმელში. დააყენეთ ტაიმერი იმის მიხედვით, რამდენი კილოგრამია ქათამი: თითოეულ კილოგრამზე აუცილებელია 40 წუთის თერმოდამუშავება.
GEMRIELIA
4. იმისათვის, რომ დავ რწმუნდეთ, მზად არის თუ არა კერძი, ჩაარჭვეთ ხორცში დანის წვერი და ოდნავ დააწექით. თუ გამჭვირვალე სითხე გადმოვიდა, ქათამი მზად არის, თუ სისხლნარევი, მაშინ აკლია შეწვა.

5. ოქროსფრად დაბრაწულ კანს იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუკი შეწვის დასრულებამდე 10-15 წუთით ადრე ჩართავთ გრილის რეჟიმს ან წაუსვამთ ქათამს თხელ ფენად თაფლს.
GEMRIELIA
6. შესანიშნავი ვარიანტია ქათმის თანაბრად დასაბრაწად - მსხვილი მარილის დაყრა გამოსაცხობ ფირფიტაზე. აიღეთ 1 კგ მარილი და თანბრად გაანაწილეთ ღმელის ფირფიტაზე. ქათამი ჩაჭერით მკერდის მხარეს, წაუსვით შავი პილპილი და დადეთ მარილზე ზურგით მაღლა. არ იდარდოთ, ქათამი არ დამლაშდება: ხორცი ზუსტად იმდენ მარილს აიღებს, რამდენიც საჭიროა.

7. ხშირად ქათამს ფარშავენ, ციტრუსით, ბოსტნეულით ან ბურღულით. თუკი ქათმის ფარშის გარეშე შეწვა გადაწყვიტეთ, ჩაასხით გულში ცოტაოდენი წყალი. ეს მეთოდი საშუალებას მოგცემთ მიიღოთ წნიანი და რბილი შემწვარი ხორცი.
GEMRIELIA
8. ასევე აუცილებელია სწორად შეარჩიოთ მარინადი, სწორედ ის გადაწყვეტს, რა გემო ექნება თქვენს ქათამს - ცხარე, ეგზოტიკური ან უბრალოდ მარილით და პილპილით!