დაბრაწული ფუნთუშა - "გოჭუნები" - მზადდება სიყვარულით! - Gemrielia.ge

დაბრაწული ფუნთუშა - "გოჭუნები" - მზადდება სიყვარულით!



სულ რამდენიმე წუთში მხიარული და დაბრაწულლოყებიანიი ფუნთუშებით გაახარებთ ბავშვებსაც და უფროსებსაც.

იხილეთ ფოტოინსტრუქცია, როგორ უნდა მიიღოთ ცომისგან ასეთი ლამაზი ფუნთუშები. არ გაგიჭირდებათ, საკმაოდ მარტივია...

გააბრტყელეთ ცომი, ამოჭერით ჭიქით პატარა წრეები, ჩაჭერით ერთ მხარეს პატარა მონაკვეთზე და გადმოკეცეთ გოჭის ყურები (თუ ცოტაოდენ წყალს წაუსვამთ, ცომი უკეთ შეწებდება. ქვემოთ კი დრუნჩის მისაღებად, შეკარით ცომის პატარა ნაწილი. (დააკვირდით ფოტოს).
გადაუსვით ცოტაოდენ წყალში ათქვეფილი  კვერცხი, თვალების ადგილას ქიშმიშები ჩაარჭვეთ და მოათავსეთ ღუმელის ფირფიტაზე. 
შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, სანამ ფუნთშებს ზედაპირი არ მოებრაწება.

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA