კვერცხის ჯადოსნური საღებავი: ვერასოდეს მიხვდებით, რისგან მზადდება! - Gemrielia.ge

კვერცხის ჯადოსნური საღებავი: ვერასოდეს მიხვდებით, რისგან მზადდება!



თუმცა, დღესასწაულისთვის დამატებითი ფერების და დეკორის შემატება ცუდი იდეა არ არის... ამიტომაც გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ, ერთი გენიალური იდეა, რომლის მეშვეობითაც სააღდგომოდ ულამაზეს დეკორაციას შექმნით.

იისფერი კომბოსტო - საოცარ, ცისფერს მიანიჭებს კვერცხს.
GEMRIELIA
წვრილად დაჭერით მოზრდილი თა ვი იისფერი კომბოსტო, მოათავსეთ ქვაბში და დაასხით 0,5 ლ წყალი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 40-45 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან ქვაბი და აცადეთ ბოლომდე გაცივდეს ნახარში და კომბოსტო.

შემდეგ ამოიღეთ კომბოსტო ქვაბიდან, მიღებულ ნახარშს დაუმატეთ 4-5 ს/კ სუფრის ძმარი.
GEMRIELIA
მაგრად მოხარშული კვერცხი ჩადეთ კომბოსტოს საღებავში 3-4 საათით. შემდეგ ამოიღეთ ქვაბიდან კვერცხი და მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა კარგად გაშრეს.

ახლა კი პატარა ხრიკი: ფუნჯის მეშვეობით შეაშხეფეთ კვერცხის საკვები, ოქროსფერი საღებავი. არ დაგავიწყდეთ, წინასწარ რაიმე დააფინოთ მაგიდაზე, რათა არ დასვაროთ იქაურობა.
GEMRIELIA

თუ ფიჩხის ბუდეებშიც მოათავსებთ, ასეთ, არაჩვეულებრივ სააღდგომო დეკორაციას მიიღებთ!

GEMRIELIA