3 ხრიკი, რომლის მეშვეობითაც ბრინჯი აუცილებლად ფანტია გამოვა - მე-2 მეთოდი ნამდვილი აღმოჩენაა! - Gemrielia.ge

3 ხრიკი, რომლის მეშვეობითაც ბრინჯი აუცილებლად ფანტია გამოვა - მე-2 მეთოდი ნამდვილი აღმოჩენაა!

 

ბევრ დიასახლისს არ უყვარს ბრინჯისგან კერძის მომზადება იმ მიზეზით, რომ ხშირად ის ფანტია არ გამოდის. ამიტომაც, გადავწყვიტეთ გაგიზაიროთ რამდენიმე ხრიკი, რომლის მეშვეობითაც იდეალურად მოხარშავთ ბრინჯს.


დაალბეთ ბრინჯი მოხარშვამდე
თუკი ამ რჩევას გაითვალისწინებთ, ბრინჯი გაფუვდება და ხარშვისას ნაკლებ სახამებელს გამოყოფს.
დაასხით ბრინჯს იმდენი ცივი წყალი რომ დაფაროს 2 თითის დადების სიმაღლეზე და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში.
შემდეგ გადაუღვარეთ წყალი. აიღეთ პატარა ქვაბი და გაადნეთ მასში 50 გ კარაქი.
GEMRIELIA
შემდეგ დაუმატეთ ბრინჯი და ადუღებული წყ ალი 1:1-ზე პროპორციებით. დაუმატეთ 0,5 ჩ/კ მარილი და აურიეთ.
დააფარეთ თავსახური და დადგით დაბალ ცეცხლზე. ხარშეთ 15 წუთი. როგორც კი წყალი მთლიანად ამოშრება - ბრინჯი მზად არის. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ასე კიდევ 30 წუთი.

მოხალეთ ბრინჯი.
აადუღეთ წყალი. გარეცხეთ ბრინჯი, გადაიტანეთ საწურზე და გააშრეთ.
ქვაბში ჩაასხით 2 ს/კ ზეთი. დადგით ცეცხლზე და ჩაყარეთ ბრინჯი. მოხალეთ 5-10 წუთის განმავლობაში, თან შეუჩერებლად ურიეთ.
GEMRIELIA
შემდეგ დაასხით ადუღებული წყალი, დაუმატეთ მარილი და კარგად აურიეთ. დააფარეთ თავსახური და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ წყალი მთლიანად არ ამოშრება. ხარშვისას ამოურიეთ არა უმეტეს 1-2-ჯერ.

გამოიყენეთ დიდი რაოდენობით წყალი
ჩაასხით ქვაბში 2 ლ წყალი და აადუღეთ. პარალელურად აადუღეთ წყალი ჩაიდანში.
კარგად გარეცხეთ ბრინჯი. როცა ქვაბში წყალი ადუღდება, დაუმატეთ მარილი და ჩაყარეთ ბრინჯი.
GEMRIELIA
მოხარშეთ ბრინჯი კარგად და გადაიტანეთ საწურზე, რათა დაიწრიტოს. გადაავლეთ საწურზევე ბრინჯს ადუღებული წყალი და გააჩერეთ 5 წუთი.
გადაიტანეთ ბრინჯი ქვაბში, დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი ან კარაქი, აურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთი.