ალკოჰოლის გრადაცია მავნებლობის ხარისხით - რომელია ყველაზე მავნე სასმელი? - Gemrielia.ge

ალკოჰოლის გრადაცია მავნებლობის ხარისხით - რომელია ყველაზე მავნე სასმელი?

ალკოჰოლი - ხშირად გვსმენია, რომ მისი გადაჭარბებით მიღება საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მაგრამ ისიც გაგვიგია, რომ ზომიერების ფარგლებში არათუ დასაშვებია, არამედ ზოგიერთი მათგანი სასარგებლოც კია.

მაგრამ მაინც, მეცნიერებმა გამოავლინეს ალკოჰოლური სასმელები, რომლებიც ყველაზე მეტად მავნებელია ორგანიზმისთვის და ისინი მავნებლობის ხარისხის მიხედვით დაალაგეს.

ლუდი - მაღლკალორიული სასმელია, რადგან შეიცავს საფუარს. მისი გადაჭარბებით მიღება, არა მხოლოდ წონაში მატებას იწვევს, არამედ ღვიძლზე დამანგრეველად მოქმედებს.

რომი - თითქმის სასარგებლოა, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, ფოსფორსა და თუთიას. გასაკვირიც კია, მეკობრეებში რატომ იყო ამხელა სიკვდილიანობა.

ტეკილა - აგავა შეიცავს პოლისახარიდ ფრუქტანებს, რომლებიც არეგულირებენ კუჭის მჟავიანობას და კარგიც კია წყლულოვანი კოლიტის დროს.

მაგრამ მაინც, ტეკილა ძალიან მაგარი ალკოჰოლური სასმელია.

არაყი - ამ სიაში მესამე ადგილს იკავებს. მისი დალევა შეიძლება კუჭის წყლულის დროს, მაგრამ, სამწუხაროდ, არაყი ძალიან კალორიულია და იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას.

ვისკი - მიუხედავად დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტების შემცველობისა, ვისკიც მოხვდა მავნებელი ალკოჰოლური სასმელების რეიტინგში, რაგან ის ძლიერ ალკოჰოლურია სასმელია.

კონიაკი -  სპირტის სხვადასხვა სახეობს შემცველობის გამო ეს სასმელი ფაქტობრივად შხამია ნერვული სისტემისთვის.

თუმცა, ამავე დროს ის აფართოვებს სისხლძაღვებს.