დუკანის დიეტა და გემრიელი პროდუქტები, რომელიც ამ დიეტის დროს დაშვებულია - Gemrielia.ge

დუკანის დიეტა და გემრიელი პროდუქტები, რომელიც ამ დიეტის დროს დაშვებულია

 

როგორ დავიცვათ დუკანის დიეტა მარტივად 

ცხოვრებაში არის მომენტები, როცა საკუთარი თავი უნდა დაამარცხო. მათ კი, ვინც ამ დროს გვერდში გიდგას, განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. ალბათ, ახლა იფიქრებთ, რომ ჩემთვის ეს დამხმარე ბავშვობის მეგობარი ან მეუღლეა. მაგრამ არა! ეს არის “დუკანი“ და ”ნიკორა”.

 

თავიდან დავიწყებ...

მშობიარობის შემდეგ ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა. წონაში ისედაც მომატებულმა ყოველ ღამით გვიან ჭამა დავიწყე. იმის მაგივრად, რომ ფორმის დაბრუნებაზე მეზრუნა, უფრო და უფრო ვიმატებდი. ჩემი მეგობარი ყოველ დღე სხვადასხვა დიეტას მიგზავნიდა და ყველანაირად მამხნევედა, რომ დიეტა დამეწყო. მე კი ნებისყოფა არ მყოფნიდა. ერთ დღეს კი მისგან საოცარი ”სქრინი” მივიღე. წონით ჩემსავით შეწუხებული ერთ-ერთი გოგონა ”დუკანის დიეტა საქართველოს” ჯგუფში კითხულობდა, მართლა შეიძლებოდა თუ არა ამ დიეტის დროს ”ნიკორას” პროდუქციის მირთმევა.

ჯერ გამეცინა და ვიფიქრე, დიეტა რა დიეტაა თუ ”ნიკორას” გემრიელობებს შევჭამ მეთქი. ცნობისმოყვარეობამ მაინც მძლია და პასუხებს ჩავყევი. გაოცებული ვკითხულობდი აღფრთოვანებული მომხმარებლების კომენტარებს, რომლებიც წერდნენ, რომ დიეტის დროს ქათმის შაშხს, ქათმის ძეხვს, გრილზე შემწვარ და შებოლილ ქათამსაც კი მიირთმევდნენ.

 

ალბათ, მიხვდით, რომ ჩემს ცხოვრებაში დადგა მომენტი, როცა მტკიცედ გადავწყვიტე საკუთარი თავი დამეძლია. ამაში კი ”დუკანის დიეტა” და ”ნიკორა” უნდა დამხმარებოდნენ.

 

 

შეტევა, კრუიზი, განმტკიცება და სტაბილიზაცია - სწორედ ეს მელოდა წინ. 

მეშინოდა, რომ ვერ შევძლებდი მაგრამ ბევრი მოტივატორი მაიძულებდა არ დავნებებულიყავი. ვფიქრობდი მეგობარზე, რომლისთვისაც იმედი არ უნდა გამეცრუებინა, მეუღლეზე, რომლისთვისაც ისევ ძველ ფრომაში უნდა ჩავმდგარიყავი და საკუთარ თავზე, რომლისთვისაც უნდა დამემტკიცებინა, რომ მე დიდი ნებისყოფა მაქვს. 

ალბათ, გაგეცინებათ, მაგრამ ჯერ ”ნიკორაში” წავედი, მოვიმარაგე ყველა საჭირო პროდუქტი და მეორე დღეს დავიწყე ”დუკანის დიეტა”. თავად დიეტა კი შემდეგნაირად გამოიყურება:

პირველი ფაზა გახლავთ „შეტევა“, რომელიც დაახლოებით 5-10 დღე გრძელდება. ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კგ-ის დაკლება გსურთ. 

 

ამ დროს დაიშვება შემდეგი პროდუქტები:

ხორცეული: სტეიკი, ძროხის სუკი, ჩალაღაჯი, ენა, ხბოს ესკალოპი, ნეკნები, ღვიძლი, უცხიმო ლორი, უცხიმო ბეკონი, ქათმის და წიწილის ხორცი, კურდღლის ხორცი, ინდაურის უცხიმო ხორცი, მწყერი.

 

 

თევზეული: სკუმბრია შებოლილი, ხეკი, კეფალი, ბარაბული, სარდინი, ორაგული, კიბორჩხალას ჩხირები, თინუსი. 

 

ზღვის პროდუქტი: კალმარი, მოლუსკი, კიბორჩხალა, კრევეტები, ხამანწკა, მოლუსკი, რვაფეხა. 

რძის პროდუქტები: ცხიმიანობა 2 %-მდე. კეფირი, უცხიმო ყველი, რძე, უცხიმო იოგურტი, მაწონი, უცხიმო ხაჭო. 

მეორე ფაზა - მონაცვლეობა ანუ „კრუიზი“. 

ამ ფაზაში მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადახვიდეთ, თუ პირველი ეტაპის შემდეგ სასურველ წონას ვერ მიაღწიეთ. ისინი, ვინც შედეგი მიიღო, პირდაპირ მესამე ფაზაში გადადიან. 

ბედნიერება იყოს ჩემთვის, იმის აღმოჩენაც, რომ მეორე ფაზაში დაშვებული იყო პირველი ფაზის ყველა პროდუქტის გამოყენება, რაც კიდე უფრო გამიადვილებდა დიეტის დაცვას. მეორე ფაზას ემატებოდა ბოსტნეული: სატაცური, ჭარხალი, ბროკოლი, კომბოსტო (ნებისმიერი სახეობა), სტაფილო, ნიახური, კიტრი, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, ცერეცო, ხახვი, წიწაკა, გოგრა, მწვანე სალათი, პომიდორი, ისპანახი, მჟაუნა, პრასი, ბოლოკი. მცენარეული ზეთი, სელის თესლი, ხორბლის ქატო, კიტრის ხორბლის ქატო, კიტრის მწნილი, კაკაო.

 

აქვე ავღნიშნავ, რომ მესამე ფაზაა - „განმტკიცების“
 

ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კგ დაიკელით. თითოეულ დაკლებულ 1 კგ-ზე უნდა დახარჯოთ მესამე ფაზის 10 დღე. მაგალითად, თუ დაიკელით 5 კგ, განსამტკიცებლად დაგჭირდებათ 50 დღე. 

მეოთხე ფაზა - სტაბილიზაცია

ეს ფაზა საჭიროა დაკლებული წონის სტაბილურად შენარჩუნებისთვის. შემდეგი 2 წესის დაცვის შემთხვევაში, წონაში არასოდეს მოიმატებთ: მიირთვით დღეში 3 ს/კ შვრიის ქატო და ხუთშაბათობით მოაწყეთ მხოლოდ ცილების დღე.