ნაყინი - საზაფხულო ნუგბართა მეფე - Gemrielia.ge

ნაყინი - საზაფხულო ნუგბართა მეფე

მან შემთხვევით ნახა თუ როგორ ამზადებდნენ ამ ნუგბარს ჩინელები და იტალიაში ჩასვლისთანავე მოამზადა, იქიდან დამკვიდრდა იგი იტალიაში და გავრცელდა მთელ მსოფლიოში. არსებობს ასეთი ლეგენდა: ერთ იტალიელ მზარეულს ნაყინის მომზადების საიდუმლო რეცეპტი ჰქონდა. ეკატერინე მედიჩიმ კარგად იცოდა ამის შესახებ. როდესაც ეკატერინე საფრანგეთის დედოფალი გახდა, იგი თან წაიყვანა. მისი მომზადებული ნუგბარი ისე მოეწონა შარლ  I- ს, რომ იგი მეფის პირად მზარეულად გამოაცხადა, დაუნიშნა პენსია, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მიიღებდა, ამასთან, წაუყენა პირობა – არაფრის ფასად მას ნაყინის რეცეპტი არ უნდა გაემხილა, რადგან ნაყინი მხოლოდ და მხოლოდ სამეფო ნუგბარი უნდა ყოფილიყო. დიდი ხნის განმავლობაში რეცეპტი მართლაც მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. მხოლოდ ლეგენდები დადიოდა საოცარ, ცივ ტკბილეულზე, რომელიც მეფის კარზე მზადდებოდა. ნაყინის რეცეპტის გამხელისთვის სამეფო კანონი მზარეულებს სიკვდილით დასჯითაც კი ემუქრებოდა. თუმცა, დრო გავიდა და ამ საოცარი დესერტის საიდუმლოებას ნათელი მოეფინა.

GEMRIELIA

1846 წელს ნიუ-ჯერსიში მცხოვრებმა ნენსი ჯონსონმა ნაყინის მოსამზადებელი აპარატი გამოიგონა. ახლა უკვე ყველას შეეძლო ამ ნუგბარის შინ მომზადება. სპეციალურ ჭურჭელში, სადაც ნაყინი მზადდებოდა, ცალკე მოთავსებული იყო მარილისა და ყინულის ფენა, რაც ხელს უწყობდა გაყინვას. საფრანგეთში ნაპოლეონ III- ის ეპოქაში პირველად მომზადდა ნაღების ნაყინი, რომლის რეცეპტიც ეკუთვნის ფრანგ მზარეულ ლებეერს ქალაქ პლობიერიდან, სწორედ აქედან მოდის ნაყინის სახელწოდება "პლომბირი".

დროთა განმავლობაში ნაყინი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დესერტი გახდა, იქმნებოდა ახალი რეცეპტები, ემატებოდა ახალი ინგრედიენტები.

იტალიელების დამსახურებად ითვლება ნაყინში ნიგვზის, თხილის, ფხვიერი ნამცხვრისა და დაშაქრული ყვავილების დამატება. შოკოლადის ნაყინის მომზადება კი ავსტრიელი მზარეულების ფანტაზიის ნაყოფია.

ნაყინის დასამზადებელი ძირითადი ნედლეულია რძის პროდუქტები (ნაღები, კარაქი და სხვა), მურაბა, შოკოლადი, ნიგოზი, კვერცხი, შაქარი და ხილი, სტაბილიზატორები (აგარი, ჟელატინი), არომატული ნივთიერებები და სხვა. ნედლეულისგან განსაზღვრული რეცეპტით დამზადებულ ნარევს პასტერიზაციისა და ჰომოგენიზაციის შემდეგ ყინავენ და თქვეფენ. – 4-5 გრადუსზე გაყინულ ნაყინს დაფასოებისა და ფორმირების შემდეგ კვლავ ყინავენ კიდევ უფრო დაბალ ტემპერატურაზე. რიგ შემთხვევებში ნაყინს სუროგატებისა და კონსერვანტების დამატებით ამზადებენ, რაც ადამიანის ორგანიზმზე საკმაოდ ცუდ გავლენას ახდენს. ამასთან, დიდი ხნისგანმავლობაში გაყინული პროდუქტი გარკვეულ წილად კარგავს სასარგებლო თვისებებს. ამიტომ, გირჩევთ, ნაყინი შინაურ პირობებში მოამზადოთ.