5 საიდუმლო, როგორ ავარჩიოთ სწორად მარწყვი და რის მიხედვით დავადგინოთ, ტკბილი იქნება კენკრა, თუ არა! - Gemrielia.ge

5 საიდუმლო, როგორ ავარჩიოთ სწორად მარწყვი და რის მიხედვით დავადგინოთ, ტკბილი იქნება კენკრა, თუ არა!

მარწყვი - საოცარი კენკრაა, რომელიც არა მხოლოდ ძალიან გემრიელია, არამედ სასარგებლოც. ის მდიდარია B, C, A, PP ვიტამინებით, უჯრედისით, პექტინით, ორგანული მჟავებით, რკინით, იოდით, კალიუმით, ფოსფორით, კალციუმით, მარგანეცითა და ანტიოქსიდანტებით.

მარწყვი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მარილის და ზედმეტი სითხის გამოდევნას. ასევე ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რაც შესანიშნავი პროფილაქტიკაა ონკოლოგიური დაავადებისთვის, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და აახალგაზრდავებს ორგანიზმს. ასევე მარწყვის საოცარი გემო მოქმედებს ადამიანზე, როგორც ანტიდეპრესანტი!

გაგანია მარწყვის სეზონია და ჩვენც ვეხარბებით, გვსურს, რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მივიღოთ ამ კენკრისგან. მაგრამ ხარისხიან ხილს ვყიდულობთ? ეს კითხვა ალბათ ყველა ჩვენგანს აწუხებს. იმისათვის, რომ არ შევცდეთ არჩევისას და მართლაც სასარგებლო და უგემრიელესი კენკრა ვიყიდოთ, გავითვალისწინთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები.

გემრიელი მარწყვის თვისებები

სუნი
სუნი - ეს პირველია, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება მარწყვის არჩევისას. ხარისხიანი მარწყვი სუნს შორ მანძილზე აფრქვევს! მარწყვი სუსტი არომატით, სავარაუდოდ, ნიტრატებზეა გაზრდილი.

ფერი
ნაურალური მარწყვის ფერი - მკვეთრად წითელია, ხოლო ზედაპირი - ოდნავ ბრწყინავს. მუქი ბორდოსფერი მარწყვი სანდო არ არის, ის, სავარაუდოდ საღებავებით არის შეჯერებული. ასევე არ ღირს, მკრთალი ფერის მარწყვის შეძენაც, ის ჯერ შემოუსვლელია.

ზომა და ფორმა
ფორმას, რაც შეეხება, აქ მკაცრი კრიტერიუმები არჩევისას არ არსებობს: რამდენი სახეობაც არის, იმდენი ფორმაა. ნუ დაეხარბებით ძალიან მსხვილ კენკრას: დიდი ალბათობაა, რომ ეს მა რწყვი წყლით არის გაჟღენთილი. ჩაღრმავებები კი მარწყვზე იმის ნიშანია, რომ ის ფუჭდება.

ყუნწი
უყუნწოდ მარწყვი არ ინახება. კენკრას ყუნწიც უნდა ქონდეს და ქორფა, ხასხასა მწვანე ფოთლებიც ზედ (და არა გამხმარი). ხრიკი მცოდნეებისგან: თუკი ფოთლებსა და კენკრას შორის დაშორებაა, ეს იმის გარანტიაა, რომ მარწყვი ტკბილი იქნება. ხოლო მარწყვზე მჭიდროდ მიბჯენილი ფოთლები იმის ნიშანია, რომ ის მომჟავო იქნება.

მარცვლები
დააკვირდით მარწყვის მარცვლებს: რაც უფრო შორიშორს არის ისინი განლაგებული კენკრაზე და ღრმად არიან ჩამჯდარი, მით ტკბილია მარწყვი.