Bon Repas – გემრიელი განტვირთვის ადგილი, სადაც პატიება ადვილია

მაპატიე ყველაფერი, რაც მშიერმა გითხარი... - ამ სიტყვების თქმა თუ გიჭირთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ თბილისში ახლადგახსნილ კაფეს Bon Repas და გემრიელი სადილის შემდეგ უკვე აღარაფერი გაგიჭირდებათ. 

სენდვიჩები, ვრაპები, ბაგეტები, სალათები, წვნიანები, იტალიური ყავა, ინგლისური ჩაი, ნამცხვრები, გრანოლა, ფრანგული ტოსტი, ხილის სალათა, კრუასანი - აქ ყველაფერია გემრიელი განტვირთვისთვის, რაც ნაყოფიერი სამუშაო დღის, სასიამოვნო განწყობის, საჭირო ენერგიის საფუძველია. 
 

Bon Repas - ქართული ბაზრისთვის სრულიად უნიკალური კონცეფციის მქონე კაფეა. „ჩვენ არ გემსახურებით სწრაფი კვების პროდუქციით. ჩვენ გემსახურებით ჯანსაღი კვების პროდუქციით, რაც შეგვიძლია სწრაფად“ – ასე ჟღერს სლოგანი, რომელიც კაფეში შესვლისთანავე ყურადღებას იქცევს. 

აქ ორი ტიპის მაცივარია – ცხელი და ცივი. ცხელი მაცივარი წვნიანებისა და სხვა ცხელი კერძების არჩევანს გთავაზობთ, ცივი კი სალათებთ, სენდვიჩებითა და ტკბილეულით არის სავსე. მომხმარებელი თავად იღებს ინდივიდუალურ კონტეინერში დაფასოებულ ცივ თუ ცხელ კერძებს და თანხას სალაროსთან იხდის, რომელიც ორია და რიგს გამორიცხავს. 

 

 

ასეთი კონცეფცია უჩვეულოა საქართველოსთვის, თუმცა მეტად მიღებულია დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწრაფი და ხარსიხიანი შეთავაზებების გამო ისინი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ეს არის პუნქტი, სადაც ცხელი თუ ცივი კერძები უკვე მომზადებულია და კლიენტს ელოდება, მაგრამ ეს არაა სწრაფი კვება, არამედ ჯანსაღი და სასარგებლო კერძები. თბილისშიც უკვე  დიდი დაინტერესება გამოწვია კაფემ Bon Repas. უცხოელებს განსაკუთრებთ მოსწონთ ეს სიახლე. ქართველებიც ნელ–ნელა ეცნობიან ახალ კონცეფციას – კაფეს, სადაც თვითმომსახურებაა. 

კაფეში შემოთავაზებულ ნებისმიერ საკვებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვს. მათ ღამის ცხოვრება არ აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ცხელი თუ ცივი საკვები ყოველდღიურად დილით მზადდებდა და მხოლოდ იმ დღეს იყიდება. წინა დღის პროდუქციას Bon Repas –ში ვერ შეხვდებით. საკმაოდ დატვირთულია სამზარეულოც. ცხელი კერძები, სოუსები, მაიონეზი - ადგილობრივად კეთდება უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან. ეს კი კერძების სიჯანსაღეს უზრუნველყოფს.

 

Bon Repas –ს მენიუში დიდი ადგილი უკავია სამკუთხედ სენდვიჩებს, რომლისთვისაც სპეციალურად მათთვის გამომცხვარ ავსტრიულ, 4 მარცვლოვან პურს იყენებენ. უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებითა და ბოსტნეულით, ადგილზე მომზადებული სოუსებით და მეტად გემრიელი და სასარგებლო პურით მომზადებულ სენდვიჩი ჯანსაღი, ნოყიერი და სასარგებლოა.

ყავის მოყვარულებს Bon Repas სთავაზობს იტალიურ ყავას Caffe Vergnano 1882, რომელიც თბილისში აღნიშნული კაფის პარალელურად სულ რამდენიმე პუნტქშია ხელმისაწვდომი. 

 

 

კაფე მომხმარებლებს კვების რეჟიმის დაცვაშიც ეხმარება. თითოეულ პროდუქტზე მისი კალორიულობაა მითითებული, რაც ადამიანებს კალორიების დღიური ნორმის დათვლასა და სასურველი კერძების შერჩევაში ეხმარება.

Bon Repas –ს მომხმარებლები სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები არიან. კლიენტების ნაწილი კერძებისა თუ ყავის შეძენას და თან წაღებას ამჯობინებს. დასაქმებულების ნაწილი შუადღით გემრიელი ლანჩისთვის სტუმრობს კაფეს, მით უმეტეს რომ Bon Repas რამდენიმე სახის ლანჩმენიუს გთავზობთ. სტუმრების ნაწილი კი კაფეს შედარებთ ხანგრძლივად სტუმრობს, აქ ხვდება მეგობრებს და საქმიან პარტნიორებს, ან უბრალოდ სამუშაოდ მოდის, რაშიც wi-fi-ის არსებობაც უწყობს ხელს. 

 

არ აქვს მნიშვნელობა ყავის დალევა გსურთ თუ გემრიელად დანაყრება, საქმიან პარტნიორს ხვდებით თუ ბავშვობის მეგობარს - დასავლური კონცეფციის კაფე უნიკალური შეთავაზებებით საუკეთესო არჩევანია. აქ სასიამოვნო განწყობას გემრიელ კერძებთან ერთად უნიკალური დიზაინიც შეგიქმნით.

 

ნანა მღებრიშვილი


მასალის გამოყენების პირობები
7 ივნისი, 2017 12:38 p.m.
ნანახია: 1683