პინსა თუ პიცა - შენ რომელს ირჩევ? - Gemrielia.ge

პინსა თუ პიცა - შენ რომელს ირჩევ?

პიცის მოყვარულებო, მოემზადეთ, თქვენ ამიერიდან პიცის პარალელურად შეგიძლიათ, მიირთვათ პინსა, რომელიც ბევრად უფრო ადრე შეიქმნა, ვიდრე პიცა. ქართული საზოგადოებისთვის ეს ტერმინი შეიძლება უცხოდ ჟღერს, თუმცა ის რეალურად ახალი სულაც არაა. თან მისი დაგემოვნება თბილისშიც შესაძლებელია. ეს არის ჯანსაღი, ნაკლებად კალორიული, მარტივად მონელებადი და მსუბუქი საკვები.

ტერმინმა დაბნეულობა რომ არ გამოიწვიოს, აქვე გეტყვით, რომ პინსა პიცის წინაპარია. უბრალოდ წინაპარი კი არა, ანტიკური წინაპარი, რადგან პინსას ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით 1-ელ საუკუნეში ვერგოლიუსი მოიხსენიებდა თავის ”ენეიდაში”. ვირჯილიო წერს, რომ რომის სამხედრო არმია ხშირად მიირთმევდა პინსას, რადგან ის არ იწვევდა დამძიმების შეგრძნებას, მოთენთვას და ხანგრძლივი დროით ანაყრებდა.

პიცა და პინსა ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც ფორმით, ისე შემადგენლობით და სტრუქტურით. პიცა მრგვალია, პინსა კი ელიფსური. განსხვავდება მათი ცომის ტექსტურაც. მას სჭირდება ჰაეროვანი, ხრაშუნა ცომი, რომელიც სამი ტიპის ფქვილის ნაზავით მზადდება: ხორბლის, სოიოს მარცვლების და ბრინჯის. პინსა, ასევე შეიცავს 5 წლის დაძველებულ იტალიურ საფუარს. მისი საშუალებით, ცხობის დროს წარმოიქმნება ბუშტუკები და მასა განსაკუთრებით მსუბუქი ხდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პინსის ცომის მომზადებისას გამოიყენება დიდი რაოდენობით წყალი, რომ მისი მასა პიცასთან შედარებით იყოს მსუბუქი და ნაკლებად კალორიული. ბოლოს, კი ცომს ემატება სხვადასხვა ბოსტნეული, ყველი, სოუსი, სუნელი, ბეკონი და სხვა ჯანსაღი ინგრედიენტი.

პინსა პიცისაგან არა მხოლოდ ინგრედიენტებით, არამედ ცხობის ტექნიკითაც განსხვავდება. თუ პიცის ცომი მოკლე დროში მზადდება და ის ერთგვარად სწრაფი კვების პროდუქტს წარმოადგენს, პინსის ცომი 32-72 საათი ინახება გამოყენებამდე, სწორედ ეს ტექნიკაა მისი განსაკუთრებული გემოს საიდუმლო.

ამ განსხვავების საკუთარ თავზე გამოსაცდელად თბილისში უკვე არსებობს ადგილი, სადაც პინსას მიირთმევთ. ეს CANTINA by Bontempi-ია, რომელიც იტალიელი მზარეულის ვალენტინო ბონტემპის პინსერიების ქსელის ნაწილია. არაერთი წიგნის ავტორი ბონტემპი მსოფლიოს წამყვან ქალაქებში თავისი კონცეფციით  შექმნილ პინსერიებს ხელმძღვანელობს. ცნობილ საიტებზე ის საუკეთესო შეფასებებით და მაღალი რეიტინგით სარგებლობს, ტურისტები ერთმანეთს რეკომენდაციას უწევენ, რომ ამა თუ იმ ქალაქში აუცილებლად დააგემოვნონ ბონტემპის პინსა. თბილისიც არ ჩამორჩა ტენდენციას და ცინცაძის 12 ნომერში, ასევე ყაზბეგის 24-ში ნამდვილი იტალიური პინსა გელოდებათ. მოუცლელი გრაფიკის შემთხვევაში კი CANTINA- ს ადგილზე მიტანისა და ფასდაკლების სერვისითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ.