პინსა - მსოფლიო კულინარიის ახალი ტრენდი - Gemrielia.ge

პინსა - მსოფლიო კულინარიის ახალი ტრენდი

ამბობენ, მოდა ბრუნავსო. ჰოდა ასედაბრუნდა ანტიკური ხანიდან უგემრიელესი კერძი პინსა, რომელსაც რომის სამხედრო არმია ხშირად მიირთმევდა, რადგან ის არ იწვევდა დამძიმების შეგრძნებას, მოთენთვას და ხანგრძლივი დროით ანაყრებდა. ახლა კი მსოფლიოს უამრავ დიდ ქალაქში მიირთმევენ პინსას, რადგან ის ჯანსაღი, ნაკლებად კალორიული, მარტივად მონელებადი დ ამსუბუქი საკვებია. იცვლება მისი გამოყენების მიზნები, თუმცა არ იცვლება მიზეზები -ჯანსაღი და დაბალკაროული კერძი ყოველთვის იყო და ახლაც არის მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

 


ეს მსოფლიო ტრენდი კი, რომელმაც უკვე მოიარა რომი, სან-ფრანცისკო, ნიუ იორკი და მოსკოვი, უკვე თბილისშია.  თანამედროვე სამყაროში პინსას პოპურალობის ზრდა გარკვეულწილად განაპირობა ცნობილი იტალიელი მზარეულის ვალენტინო ბონტემპის პინსერიების ქსელმა, რომელიც უკვე 25 წელია მრავალ ქალაქში არსებობს. როგორც უკვე ავღნიშნეთ ამ ქალაქებს შორის არის თბილისიც. დედაქალაქში ცინცაძის 12 ნომერში და ყაზბეგის 24-ში წარმოდგენილია პისერია CANTINA by Bontempi , რომელიც მისულ სტუმრებს ბონტემპის პინსას სთავაზობს.

 

პინსერიაში მისული სტუმარი ნამდვილად ბევრია. თუმცა მათთვის ვინც დროის უქონლობის გამო მისვლას ვერ ახერხებს მოქმედებს ადგილზე მიტანის და ფასდაკლების სერვისიც.  

 

მზარდი პოპულარობის მიუხედავად, ბევრმა კვლავაც არ იცის, თუ რა არის პინსა. პინსას პიცისგან განსხვავებით ელიფსური ფორმა აქვს. მისი ჰაეროვანი, ხრაშუნა ცომი სამი ტიპის  ფქვილის ნაზავით მზადდება: ხორბლის, სოიოს მარცვლების და ბრინჯის.

 

პინსა შეიცავს 5 წლის დაძველებულ იტალიურ  საფუარს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პინსის ცომის მომზადებისას გამოიყენება დიდი რაოდენობით წყალი. ბოლოს, კი ცომს ემატება სხვადასხვა ბოსტნეული, ყველი, სოუსი, სუნელი, ბეკონი და სხვა ჯანსაღი ინგრედიენტი.

ბოლო პერიოდში მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალურია ჯანსაღი კვება. უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება კერძები, რომლებიც არ ამძიმებს და ნაკლებ კალორიულია. პინსის განსაკუთრებული პოპულარობაც გარკვეულწილად სწორედ ამ ტენდენციით არის განპირობებული. პინსა, ეს არა მხოლოდ ჯანსაღი და გემრიელი საკვები, არამედ - ცხოვრების სტილია.