მარციპანი - Gemrielia.ge

მარციპანი


მარციპანის ძირითად ინგრედიენტებს (შაქარი, ტკბილი და მწარე ნუში) ემატება საკონდიტრო საღებავები, არომატიზატორები, კაკაო და სხვადასხვა საწებელი. შაქრის ვაჟინი ზოგჯერ შაქრის პუდრით ან შაქრის შემცვლელით იცვლება. არსებობს მისი მომზადების ორი ძირითადი მეთოდი – ცხელი და ცივი. ცხელი მეთოდი გულისხმობს ცხელი შაქრის ვაჟინისა და მშრალი ინგრედიენტების შერევას, ცივი მეთოდი კი ორნაირია – კვერცხით და კვერცხის გარეშე. მარციპანი მზადდება სუროგატებითაც, სადაც ნუშის ნაცვლად ნუშის ესენცია გამოიყენება, მაგრამ ეს ვარიანტი შედარებით დაბალი ხარისხის ნაწარმად მიიჩნევა. მარციპანისთვის გამოიყენება მაღალი ხარისხის ნუში, რომელშიც მაღალია ზეთის შემცველობა. იმისათვის, რომ მასამ ფორმა კარგად შეინარჩუნოს, იგი აუცილებლად ხელით უნდა მოიზილოს.