ნივრის ჯადოსნური თვისებები - Gemrielia.ge

ნივრის ჯადოსნური თვისებები

ეს შესანიშნავი ბოსტნეული 6000 წლისაა და შუა აზიიდან გავრცელდა მსოფლიოში.

ნიორში შემავალი ალიცინი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ის აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას და სისხლის ლიპიდურ შემადგენლობას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ამაღლებს იმუნიტეტს, ასტიმულირებს ტვინის მუშაობას, ხსნის სტრესს და ორგანიზმს იცავს კიბოსაგან.

მასში, ისევე, როგორც ხახვში, ბევრია ბაქტერიციდული ნივთიერება - ფიტონციდები, რომლებიც სპობენ ავადმყოფობის გამომწვევ ვირუსებს. ყოველდღიურად რამდენიმე კბილი ნივრის მირთმევა ვირუსებისგან დაგიცავთ, მაგრამ თუ მაინც გახდებით ავად, ისუნთქეთ ... ისევ ნიორი! მას სასუნთქ გზებში მოხვედრილი ბაქტერიების განადგურება შეუძლია.

დაავადების საწყის ეტაპზე, ხველისა და პნევმონიის განსაკურნად, შეგიძლიათ მოამზადოთ ასეთი ნაყენი: ერთი ჭიქა რძე დაასხით წვრილად დაჭრილ 4 კბილ ნიორს. რძე ადუღებამდე მიიყვანეთ, გაწურეთ და გემოვნების მიხედვით დაუმატეთ თაფლი. ეს ნაყენი დღეში 3–4–ჯერ, ცხლად, პატარა ყლუპებით დალიეთ.

ნიორი ასევე შეიცავს ბევრ A (მხედველობას აუმჯობესებს), PP (გვიცავს სტრესებისა და უძილობისაგან), D (ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას) და B ჯგუფის (მონაწილეობენ ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაში) ვიტამინებს.

თუ ყურადღების კონცენტრირების ამაღლება, შემოქმედებითი უნარების გაძლიერება, აზროვნების პროცესის გააქტიურება, მეხსიერების გაუმჯობესება გსურთ – აუცილებლად უნდა მიირთვათ ნიორი: ის სისხლძარღვებს აფართოებს და თავის ტვინის უჯრედებს აუცილებელი ნივთიერებებით ამარაგებს

ნიორი ახალგაზრდობის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს. ესაა საუკეთესო ანტიოქსიდანტი, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ქსოვილებს ელასტიურობას უნარჩუნებს. რეცეპტი, რომლის გარკვეული სქემით მიღებაც ადამიანს 5–15 წლით აახალგაზრდავებს, უძველესი დროიდან არის ცნობილი. „ახალგაზრდობის ელექსირში“ შედის ნიორი, სპირტი,თაფლი და პროპოლისის ნაყენი.

თუ ნივრის მირთმევის შემდეგ უსიამოვნო სუნის მოშორება გსურთ, დაღეჭეთ ოხრახუში, დარიჩინის ჯოხი, ყავის მარცვლები