აღარც ცხიმის შხეფები, აღარც გასარეცხი ტაფა! - სოციალურ ქსელში კატლეტების ამ გზით შეწვის ბუმია - Gemrielia.ge

აღარც ცხიმის შხეფები, აღარც გასარეცხი ტაფა! - სოციალურ ქსელში კატლეტების ამ გზით შეწვის ბუმია

 

„ნობელის პრემია ეკუთვნის, ვინც კატლეტის შეწვა გვასწავლა საცხობი ქაღალდით (პერგამენტი)“ - წერს ერთ-ერთი კულინარიული ჯგუფის წევრი.

 

ალბათ არაერთხელ გიწუწუნიათ კატლეტის შეწვამდეც და მის შემდეგაც. ჯერ ხომ საოცრად მძაფრი სუნი დგება მთელ სახლში, მაგრამ მთელი უბედურება სწორედ შეწვის დროს ხდება - ზეთის ცხიმები მთელ ოთახში ვრცელდება, ტაფა კი რამდენიმე წუთში ლამის გადასაგდებს ჰგავს. როგორ ვუშველოთ თავსაც და ტაფასაც?

 

სოციალურ ქსელში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს კატლეტის შეწვის ეს მეთოდი: ტაფას დგამენ ცეცხლზე, აფენენ პერგამნეტის ქაღალდს, კარგად ახურებენ და ზედ წვავენ კატლეტს. დიახ, დიახ, გრამი ცხიმის გარეშე (თუ ფარში ძალიან უცხიმოა, ცოტა ზეთი შეგიძლიათ დაასხათ).

 

არ ვიცით, პირველმა ვინ მიაგნო ამ მეთოდს, მაგრამ ფაქტია, ქართველი დიასახლისების დიდი ყურადღება და, რაც მთავარია, მოწონება დაიმსახურა.

 

თქვენ თუ გამოგიყენებიათ ეს მეთოდი?