კერძი, რომელზეც მთელ მსოფლიოში საუბრობენ - ჯიჯი ჰადიდის ცნობილი პასტა არყის სოუსთან ერთად - Gemrielia.ge

კერძი, რომელზეც მთელ მსოფლიოში საუბრობენ - ჯიჯი ჰადიდის ცნობილი პასტა არყის სოუსთან ერთად

 

ამერიკელი სუპერმოდელის, ჯიჯი ჰადიდის მწარე პასტას მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. თავად მოდელი პასტის ფოტოებსა და მომზადების ინსტრუქციას სოციალურ ქსელებში საკმაოდ ხშირად აქვეყნებს და ყოველ ჯერზე აღნიშნავს, რომ მაკარონს არაყი განსაკუთრებით უხდება.

 

სხვათაშორის, პირველი ჭორები, ჯიჯის ორსულობის შესახებ სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ჰადიდმა ერთ-ერთ ვიდეოში თქვა, რომ პასტის ალკოჰოლის გარეშე მომზადება უწევდა.

 

მათთვის, ვისაც ალკოჰოლის სადილად მიღება არ სურს, ჯიჯიმ შემცვლელიც მოიფიქრა და გამომწერებს ასწავლა, რომ არყის რძით ჩანაცვლებითაც შესაძლებელია მარტივი და უგემრიელესი პასტის მომზადება.
მის მოსამზადებლად კი სულ რაღაც 20-30 წუთი დაგჭირდებათ!

 

 

ინგრედიენტები:

 

•    ¼ ჭიქა ზეითუნის ზეთი

•    1 პატარა კბილი ნიორი, დაჭრილი

•    ¼ მწვანე ხახვი

•    ¼ ჭიქა ტომატის პასტა

•    ½ ჭიქა მძიმე კრემი (შესაძლოა შეცვლა ხაჭოთი ან იოგურტით)

•    1 სუფრის კოვზი არაყი

•    1 ჩაის კოვზი წითელი წიწაკის ფანტელები

•    225 გრამი მაკარონი

•    1 სუფრის კოვზი კარაქი

•    ¼ ჭიქა ყველი პარმეზანი

•    ბაზილიკი, დაჭრილი, მიირთვით

•    მარილი და პილპილი გემოვნებით
 

 

 

მომზადების მეთოდი:

 

დიდ ქვაბში გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, ნიორი და ხახვი. მოთუშეთ დარბილებამდე. დაამატეთ ტომატის პასტა და ურიეთ მანამ, სანამ არ გახდება მუქი ფერის.

 

დაამატეთ მძიმე კრემი. დაუმატეთ არაყი და ურიეთ იქამდე, სანამ აორთქლებას არ დაიწყებს. დაამატეთ წითელი წიწაკის ფანტელები. გააგრძელეთ მორევა სანამ მასა არ გაერთიანდება. მოაყარეთ მარილი და პილპილი. სოუსი გადმოდგით ცეცხლიდან.

 

ცალკე მოხარშეთ მაკარონი. როდესაც მაკარონი მზად იქნება, დაიტოვეთ წყლის ¼ . დაუმატეთ კარაქი. აურიეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ კარაქი არ გადნება და მოასხით სოუსი. დაუმატეთ ყველი პარმეზანი და აურიეთ. დაამატეთ მეტი მარილი და პილპილი გემოვნებით. ზემოდან მოაყარეთ პარმეზანის ყველი და რეჰანი.

 

თქვენი მაკარონი, არყის სოუსით მზადაა!

 

როგორ მოგწონთ რეცეპტი?