ძმრის დამზადების ეს მეთოდი ნამდვილად არ არის რთული, ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ, ლოდინია - Gemrielia.ge

ძმრის დამზადების ეს მეთოდი ნამდვილად არ არის რთული, ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ, ლოდინია

თუ წინა საღამოდან ღვინო შემოგრჩათ, რომელიც არც დასალევად ვარგა და გადასასხმელად გენანებათ, ძმრის რაოდენობას დაუმატეთ სამჯერ მეტი რაოდენობის ღვინო, გააჩერეთ ერთი თვე და თქვენ მიიღებთ საკუთარი ხელით დამზადებულ ძმარს.

მშრალი, თეთრი ღვინოები განსაკუთრებით უხდება თევზს, ხოლო წითელი ღვინო არაჩვეულებრივ გემოს ანიჭებს რაგუს, ნებისმიერ ტაფა სოუსს ან მარინადს. ამიტომ, თუ საჭმლის მომზადება გიყვართ მაგრამ დიდად მსმელი არ ხართ, ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ.

ძმრის დამზადების ეს მეთოდი ნამდვილად არ არის რთული, ერთადერთი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, 1 თვე ლოდინია. ხელოვნური ჩარევის გარეშეც, ძმარი მზადდება ბაქტერიით, რომელიც ცნობილია როგორც აცეტობაქტერი. ეს ბაქტერია ყველგანაა: ჰაერში, ხილზე, ყურძნის საწნახელზე და ა.შ. როცა აცეტობაქტერი თქვენს ღვინოში მოხვდება, მას შეუძლია ნელ-ნელა ალკოჰოლი გადააქციოს ძმარმჟავად, თუ ხელშეუხებლად დატოვებთ.

gvinis-dzmari-1678196437.jpg

სულ მცირე ორ დღეში, დაჟანგვამ შეიძლება გააფუჭოს ღვინო და მალე ეს პროცესი მას ძმარად გადააქცევს. ჯერ ხილის არომატები ქრება, შემდეგ კი უკვე ფერიც იცვლება.

რაც შეეხება თეთრ ძმარს, მისი გაკეთების პრინციპი იგივეა, თუმცა თეთრი ძმარი მზადდება მარცვლეულისგან გამოხდილი, არყის მსგავსი სპირტისგან. შეგიძლიათ სუფთა ძმარს დაუმატოთ 2.5/3 - ჯერ მეტი რაოდენობის სპირტი და დაელოდოთ.

თუ ძმრის ესენცია არ გაქვთ და გსურთ, რომ მხოლოდ ღვინოს გამოყენებით მიიღოთ ძმარი, შეგიძლიათ ღვინოში ჩაყაროთ ცოტაოდენი შავი პურის ნარჩენები და დატოვოთ სითბოში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ღვინო, რომელსაც მომზადების დროს წყალი აქვს შერეული, არ დაძმარდება.

შეგიძლიათ მარილის გამოყენებაც, 3 ლიტრს ღვინოში ჩაყარეთ დაახლოებით 2 სუფრის კოვზი მარილი და დატოვეთ მზიან ადგილას, თუმცა ბოთლს თავსაფარი მჭიდროდ არ დააფაროთ. ძმრის მისაღებად უმჯობესია თიხის ან შუშის ჭურჭელის გამოყენება.