„ზეთი შემოგვქონდა უკრაინიდან და ის ქარხანა, სადაც ზეთს ვყიდულობდით, დაბომბეს...“ - ზეთის იმპორტიორი - Gemrielia.ge

„ზეთი შემოგვქონდა უკრაინიდან და ის ქარხანა, სადაც ზეთს ვყიდულობდით, დაბომბეს...“ - ზეთის იმპორტიორი

 

ზეთი შემოგვქონდა უკრაინიდან და ის ქარხანა, სადაც ზეთს ვყიდულობდით, დაბომბეს და გაანადგურეს. ალტერნატიული ბაზრები კი არ გვიპოვია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ზეთის იმპორტიორი კომპანიის „ჩირინას“ დამფუძნებელმა განუცხადა.

 

როგორც ცნობილია, საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტიორ 5 ყველაზე დიდ კომპანიას შორის ერთ-ერთი სწორედ "ჩირინაა“, რომელსაც ამ დროისთვის ზეთის იმპორტი შეჩერებული აქვს.

 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოში 2.9 მლნ აშშ დოლარის 1 914 ტონა ზეთი შემოვიდა, აქედან 1 469 ტონა რუსეთიდან, 239 ტონა უკრაინიდან, 204 ტონა კი აზერბაიჯანიდან.