რა საფრთხე იმალება ე. წ. სოფლის პროდუქტებში და როგორ არ დავრჩეთ მოტყუებული - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები - Gemrielia.ge

რა საფრთხე იმალება ე. წ. სოფლის პროდუქტებში და როგორ არ დავრჩეთ მოტყუებული - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებ სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესახებ, რომლებსაც ხშირად ვხვდებით სხვადასხვა სარეალიზაციო ადგილებში. ალბათ დამეთანხმებით, რომ ხშირად ეს პროდუქტები სულაც არ არის უსაფრთხო მოხმარებისთვის.

ყველაზე საშიში და საფრთხის შემცველია მალფუჭებადი პროდუქტები, როგორიცაა რძე და რძის პროდუქტები, ხორცი და ხორცპროდუქტები, ქათამი და ქათმის პროდუქტები.

ალბათ ყველას გვინახავს ქუჩაში გამოტანილი სარეალიზაციო ყველი, რომელიც ყველანაირი ჰიგიენური ნორმების გვერდის ავლით იყიდება „სოფლის ყველის“ სახელით და, სამწუხაროდ, თავისი მომხმარებელი ყავს. ასეთ პირობებში მყოფი ნებისმიერი ცხოველური პროდუქტი ბინძურდება როგორც ფიზიკურად, ასევე ქიმურად და ბიოლოგიურად, ანუ ყველანაირი დაბინძურების საფრთხე არსებობს.

რა თქმა უნდა, ასეთ სარეალიზაციო ადგილებში არ არის დაცული ტემპერატურა, რაც აუცილებელია ცხოველური წარმოშობის სურსათის სარეალიზაციოდ. ასევე, მარტივად ხდება ხდება გამონაბოლქვი აირების შედეგად გამოყოფილი ტყვიის შეწოვა, თუ გზასთან ახლოს ხდება რეალიზაცია. ამდენად, საკვები პროდუქტები ბინძურდება მტვრით, სხვადასხვა მექანიკური ნარჩენებით.

რძე და რძის პროდუქტები

rdze-1649055641.jpg

ხშირად გხვდება ერთჯერად პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული რძე, რომელიც ასევე დაუშვებელია,რადგან აუცილებელია ბოთლის სტერილიზაცია ჩამოსხმის დროს, რაც პლასტმასის ბოთლის შემთხვევაში შეუძლებელია.

დარწმუნებით არავის შეუძლია თქვას, ასეთი პროდუქტის დამზადების დროს იყო თუ არა დაცული ჰიგინური ნორმები. ან ის ცხოველი, რომლისგანაც რძე მიიღეს, იყო თუ არა შემოწმებული... ასეთი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში მხოლოდ გამყიდველისადმი ნდობით განისაზღვრება პროდუქტის უვნებლობა, რაც არასწორია, ჩვენი ჯანმრთელობისთვის კი მეტისმეტად საშიში.

ხორცი და ხორცის პროდუქტები

xorci-1649055710.jpg

ასევე დაუშვებელია გზის პირას ჩამოკიდებული ხორცის შეძენა, რადგან ხშირ შემთხვევაში არ არსებობს დაკლული ცხოველის შემოწმების ფურცელი, ანუ ძირითადად სასაკლაოს გვერდის ავლით არის დაკლული და არ ვიცით, ჯამრთელი იყო თუ არა ცხოველი დაკვლის წინ. ასევე დარღვეულია შენახვის პირობები, როგორც ტემპერატურული რეჟიმი ასევე ჰიგინეური პირობები. ამ ყველაფრის გამო ჯანსაღი ხორცის ნაცვლად ვიღებთ, უამრავი ბაქტერიით დაბინძურებულ ხორცს, რომელიც ძალიან საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ქათამი და ქათმის პროდუქტები

qatami-1649055722.jpg

კვერცხის და ქათმის შეძენის დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა პირობებში არის გაზრდილი ქათამი, რა საკვები იყო გამოყენებული, რადგან ხორცის ხარისხი დამოკიდებულია სწორედ იმ საკვებზე, რასაც იღებს ქათამ (რა თქმა უნდა, გემოში ქათმის ჯიშიც დიდ როლს თამაშობს). არაჰიგინური და არაჟანსაღი პირობები დიდ როლს თამაშობს კვერცხისა და ხორცის ხარისხა და უვნებლობაში.

ჩემი რჩევით და რეკომენდაციით, ცხოველური წარმოშობის სურსათი ეცადეთ შეიძინოთ მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ადგილებში, სადაც დაცულია ელემენტარული ჰიგიენის ნორები, რათა დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა, თავი დავიზღვიოთ საკვებისმიერი დაავადებებისა და მოწამვლისგან.

ირაკლი არაბული

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი