უგემრიელესი, მძიმე პასკის იტალიური რეცეპტი ქართველი შეფისგან (+ ფოტო) - Gemrielia.ge

უგემრიელესი, მძიმე პასკის იტალიური რეცეპტი ქართველი შეფისგან (+ ფოტო)

შეფი ტიმოთე რაზგოევი პროფესიით არქიტექტორია, მაგრამ უცხოეთში სწავლის პერიოდში აღმოაჩინა, რომ კულინარია უფრო იტაცებს. სწორედ აქედან დაიწყო მისი თავგადასავალი.

ტიმოთე უკვე წლებია, რაც ამ სფეროშია და საკმაოდ წარმატებულადაც. ის ამჟამად თბილისის ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის მრავალპროფილური შეფია. ძალიან უყვარს მოგზაურობა. ინსპირაციას, ძირითადად, მოგზაურობებიდან იღებს.

"მსოფლიოს 18 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და პასკის ეს რეცეპტი იტალიიდან ჩამოვიტანე. ძველი მეთოდით მზადდება. გამოდის მძიმე და სველი" - ამბობს შეფი.

პასკის რეცეპტი:

ინგრედიენტები:რძე 1 ლიტრი.საფუარი 40 გრ (მშრალი).ფქვილი 3 კგ.ყავისფერი შაქარი 700 გრ.თაფლი 300 გრ (156 გრ მაისის თაფლი, 78 გრ ცაცხვის თაფლი, 33 გრ წაბლის და 33 გრ აკაციის თაფლი). შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ მაისის ან ცაცხვის თაფლი.კვერცხი 12 ცალი.კარაქი 230 გრ.სანელებლები (ილი 40 გრ, დარიჩინი 30 გრ, ჯავზი 10 გრ, ვანილი 10 გრ).ვანილი 10 გრ.სხვადასხვა სახის ქიშმიში 400 გრ.მარილი 10 გრ.

მომზადების წესი:დაასხით ცივი წყალი ქიშმიშს, იმდენი, რომ დაიფაროს. გააჩერეთ, სანამ არ გაფუვდება. გადაწურეთ და გააშრეთ მსუბუქად, ტილოზე.რძეში ჩაყარეთ ვანილი. კარგად გახსენით. დადგით რძე ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.გადმოდგით და გააჩერეთ 15 წთ.დაუმატეთ შაქარი და თაფლი. აურიეთ. 38 გრადუსზე რომ ჩამოვა ტემპერატურა, დაუმატეთ საფუარი და კარგად გახსენით. დაიცადეთ 15 წთ.გაცრილ ფქვილს შეურიეთ მარილი და სანელებლები. დაყარეთ მაგიდაზე ან დიდ ჯამში. გაუკეთეთ ჩაღრმავება.თბილი რძის მასაში ჩაუმატეთ ათქვეფილი კვერცხები და გახსენით. მიღებული მასა ნელ-ნელა ჩაასხით ფქვილის ღრმულში და მოზილეთ ცომი.დაუმატეთ დამდნარი კარაქი და ზეთი. ისევ მოზილეთ.ქიშმიშები აურიეთ ცოტაოდენ ფქვილში და შეურიეთ ცომს. ფქვილიანი ქიშმიში თანაბრად გადანაწილდება და არ ჩაიძირება ცხობისას ერთ ადგილას.ცომი შეფუთეთ თბილად და გააჩერეთ რამდენიმე საათი (3-4), რომ კარგად ამოვიდეს.გამოაცხვეთ 170 გრადუსზე. ცხობის დრო დამოკიდებულია თქვენს ღუმელზე (საშუალო დრო: მინიმუმ 1 სთ).

შენიშვნა:

პასკა უფრო გემრიელი გამოვა, თუ ცომს ორ ნაწილად მოამზადებთ.პირველ დღეს მხოლოდ სანელებლებით (ქიშმიშის გარეშე). გააჩერეთ თბილ ადგილას 24 სთ-ით, რომ ცომი დამჟავდეს.მეორე დღეს მოამზადეთ ცომის მეორე ნახევარი.შეურიეთ ფქვილში ამოვლებული ქიშმიშები და ცომის ორივე ნაწილი ერთმანეთს კარგად შეაზილეთ, შემდეგ გამოაცხვეთ.

წყარო: marao.ge