„ჩვენ ნორვეგიაზე არანაკლები პოტენციალი გვაქვს“ - რატომ გაიზარდა საქართველოდან თევზის ექსპორტი - Gemrielia.ge

„ჩვენ ნორვეგიაზე არანაკლები პოტენციალი გვაქვს“ - რატომ გაიზარდა საქართველოდან თევზის ექსპორტი

საქართველოდან თევზის ექსპორტი რეკორდულად იზრდება. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 2 თვეში (იანვარ-თებერვალი) ქვეყნიდან 120.8 ტონა (118.4 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 16.6 ტონა (110.7 ათასი აშშ დოლარი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მიხედვით, 2022 წელს, ახალი ან გაცივებული თევზის ექსპორტი განხორციელდა, თურქეთსა (108.7 ტონა ) და აზერბაიჯანში (12.1 ტონა).

ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს, თებერვალში ექსპორტზე ცოცხალი თევზიც გავიდა, რომლის მოცულობამ 9 ტონა (23.1 ათასი აშშ დოლარი) შეადგინა.

როგორც მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ტყემალაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ექსპორტის ზრდა ხელოვნური ტბორების გამრავლებამ და ამასთან, დარგის ხელშეწყობამ გამოიწვია.

„ზოგადად, მსოფლიოში ზღვის პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. გარდა ამისა, მოწესრიგდა ჩვენი ტბორები და სათევზაო მეურნეობები. ამ მხრივ, ნამდვილად მისასალმებელი ხელშეწყობაა მთავრობიდან, რამაც წარმოების ზრდა გამოიწვია... გააგრძელეთ კითხვა