„ფხლის ბურთულები გემოს აფეთქებაა! მრავალფეროვანი ვეგანური კერძი საქართველოდან“ - რას წერს BBC ფხლის შესახებ - Gemrielia.ge

„ფხლის ბურთულები გემოს აფეთქებაა! მრავალფეროვანი ვეგანური კერძი საქართველოდან“ - რას წერს BBC ფხლის შესახებ

ქართული სულისკვეთებით, ნიახურის გამოუყენებელი ფურცლებიდან დაწყებული ოხრახუშით დამთავრებული, ყველაფერი ხვდება ფხალში, რაც მას შესანიშნავ კერძად აქცევს, - წერს მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია BBC ფხლის შესახებ.

BBC-ის რუბრიკა Travel's Already Vegan წერს მთელი მსოფლიოს კერძებისა და სამზარეულოს შესახებ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ისტორიულად და კულტურულად ინახება და თაობებს გადაეცემა. სტატიის ავტორმა ფხლის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ქართველი შეფებისგან, ადგილობრივი რესტორნებისა თუ საოჯახო სამზარეულოებისგან მიიღო.

„ფხალი შეგიძლიათ წაუსვათ ტოსტს, მიირთვათ პურთან ერთად ან პირდაპირ - კოვზით. ის მოთავსებულია სპეციალურ თასში, რომელიც საქართველოში ცნობილია გობის სახელით... მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამზარეულოში წარმოდგენილია ხორცის დამფლინგები - ხინკალი, ასევე ყველით სავსე ხაჭაპური, ფხალი ჩემთვის ყველაზე მაღლა დგას სუფრაზე,“ - წერს BBC-ის ჟურნალისტი და ფხლის ბურთულებს გემოს აფეთქებას უწოდებს.

bbc-fxali-1649849429.jpg

ფოტო: BBC

გთავაზობთ საინტერესო მონაკვეთებს სტატიიდან:

„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ფხალი პოპულარულია საქართველოში, არის ამ ღრმად მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყნისთვის მარხვის დღეებში ხორცის ჭამისგან თავის შეკავება, ასეთი დღე კი შეიძლება წელიწადში 200-მდე იყოს.

რაც შეეხება ნიგოზს - ფხლის ძირითად ინგრედიენტს და ქართული კულინარიის მუშაკს - მზარეულმა, მარინა ძანძავამ მითხრა, როგორ ატარებდა თავის ბავშვობას თხილში, თავის მშობლიურ ქალაქში, სამეგრელოში. მისი ქალიშვილი, თამარ ჯაკონია სიყვარულით იხსენებს ბავშვობაში კაკლის ტოტების რხევას.

ქართველი ქალები არ ზომავენ ინგრედიენტებს და არც რეცეპტს მიჰყვებიან, სწორედ ზეპირი რეცეპტების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ხდის ფხლის ისტორიის ერთობლიობას თითქმის შეუძლებელს გასაგებად და გასამეორებლად.

bbc-faxli3-1649849515.jpg

ფოტო: BBC

საქართველოს მრავალფეროვანი გეოგრაფიიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ სხვადასხვა კუთხეში მომზადების განსხვავებული მეთოდები აქვთ. გურიაში ბალახოვანი ფხალი აქვთ ოხრახუშით და ქინძით, კახეთში უმატებენ მზესუმზირის ზეთს და ა. შ.

ფხლის უფრო ცხარე ვერსია სამეგრელოს ეკუთვნის. ამ ტერიტორიაზე ფხალს მეგრული აჯიკა (ცეცხლოვანი ტკბილი ტკბილი წითელი წიწაკითა და ნივრით) ემატება.

ლუიზა ვალერანგონა სანელებლებს ყიდის თბილისის დეზერტერების ბაზარში. ისევე როგორც აქაური ბაზრის ბევრი მოვაჭრე, ისიც აფხაზეთიდან ლტოლვილია. უფრო ზევით, ბაზრობის ცენტრალური შენობის თაღოვანი ჭერის ქვეშ, კარდიოლოგმა, თინა ნუგზარაშვილმა მითხრა, რომ თავისი ხელით გაკეთებულ ფხალს კვერცხის ფორმებად ახვევს და ყიდის.“

bbc-fxali2-1649849494.jpg

ფოტო: BBC

„ქართველები ბუნებასთან ძალიან ახლოს არიან,“ - მითხრა ეთნობოტანიკოსმა Lukasz Luczaj-მ. ასოცირებული პროფესორის საველე სამუშაოებმა ის მშობლიური პოლონეთიდან ფხლის კულინარიულ კერაში წაიყვანა: იმერეთში, რეგიონში დასავლეთ-ცენტრალურ საქართველოში. იმერეთის ლანდშაფტის სირბილე და სუბტროპიკული კლიმატი გამოიხატება მის დელიკატურ სურნელოვან სამზარეულოში, სადაც ბოსტნეული მეფობს.

ფხალი შეიძლება დამზადდეს პრაქტიკულად ნებისმიერი ბოსტნეულით, რაც მას შესანიშნავ კერძად აქცევს. სხვადასხვა მცენარე, როგორიცაა, მაგალითად, ჭინჭარი და ნაცარქათამა, იხარშება, გამოიდევნება მისგან ტოქსიკური ნივთიერებები და კერძად მზადდება.

ფხალი შეიძლება იყოს სუპერ საკვები ვეგანებისთვის მთელ მსოფლიოში.

თარგმნა ელენე ასათიანმა