ფინიკისა და იოგურტის ტკბილი დიეტა - დასაშვებია მხოლოდ თვეში ერთხელ! - Gemrielia.ge

ფინიკისა და იოგურტის ტკბილი დიეტა - დასაშვებია მხოლოდ თვეში ერთხელ!

გარდერობის შეცვლის სურვილთან ერთად ადამიანების უმრავლესობაში იღვიძებს სხეულის ფორმაში მოყვანის სურვილი. ზოგი ამაზე ზრუნვას ზამთრის არდადეგებიდან მოყოლებული ცდილობს, ზოგი კი ცოტა მოგვიანებით იწყებს. ამჯერად მოგიყვებით, როგორია ფინიკისა და იოგურტის დიეტა და რატომ გახდა ის ბოლო დროს ასეთი პოპულარული.

წონის დაკლების ეს აღმოსავლური მეთოდი განსაკუთრებით მოთხოვნადია რამადანის პერიოდში, როდესაც პროდუქტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია. კარგი ამბავი ის არის, რომ ამ დიეტისთვის ფაქტობრივად მხოლოდ ორი საკვები გჭირდებათ: ფინიკი და იოგურტი. საწყისი წონის მიხედვით, ამ დიეტის ერთი კვირით დაცვა დაგეხმარებათ 5-7 კილოგრამის მოშორებაში.

დასაწყისისთვის, მოდით გავარკვიოთ, რატომ ფინიკი და რატომ იოგურტი. თითოეული მათგანი შეიცავს 282 კკალს, ყოველ 100 გ-ზე, შედარებისთვის მინდა აღვნიშნო, რომ დიეტური კვებისათვის პოპულარული ქათმის კალორიული შემცველობა მერყეობს 230 კკალზე.

ფინიკის შემადგენლობაში დომინირებს ნახშირწყლები, მაგრამ ასევე არის ცილები და საკმაოდ ცოტა ცხიმი. სარგებელი მდგომარეობს ვიტამინების მდიდარ შემადგენლობაში: ფართოდ არის წარმოდგენილი B ჯგუფის ვიტამინები და მათში ასევე ნახავთ A ჯგუფის ვიტამინებს, ასევე ნაკლებად გავრცელებულ H და PP ვიტამინებს.

იოგურტი აუცილებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. რძემჟავა ბაქტერიები ხელს შეუწყობს კუჭის კედლების გაწმენდას და ნაწლავების მოძრაობის გაუმჯობესებას. ამავდროულად, თავად იოგურტი, განსაკუთრებით უცხიმო, პრაქტიკულად არ შეიცავს კალორიებს.

დიეტის მენიუ მარტივია, გეგმა კი უფრო მარტივი. მთავარია მიირთვათ 21 ცალი ფინიკი დღის განმავლობაში და სამი ჭიქა იოგურტი. ანუ 7 ფინიკი და ერთი პორცია იოგურტი საუზმეზე, ლანჩზე და სადილზე. შესვენების დროს, მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად , საჭიროა ბევრი წყალი და მწვანე ჩაი დალიოთ.

ერთი ფინიკი შეიცავს დაახლოებით 23 კკალს, ასე რომ, საშუალოდ დღეში იღებთ დაახლოებით 600-700 კკალს. რაც უფრო ნაკლებია, ვიდრე კეფირი-კიტრის დიეტა.

ფინიკის დიეტის ერთადერთი მინუსი ის არის, რომ მისი დიდხანს დაცვა არ შეიძლება. დიახ, ის იძლევა შესანიშნავ შედეგს, მაგრამ მასში არ არის საკმარისი საკვები ნივთიერებები. ამიტომ, წონის უსაფრთხოდ დაკლებისთვის, რეკომენდებულია მისი დაცვა არა უმეტეს ერთი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ ორგანიზმმა უნდა მიიღოს ცილები და ცხიმები და მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ იგივე.