დღეიდან „კულინარიული სერია“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად - Gemrielia.ge

დღეიდან „კულინარიული სერია“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

კულინარიული სერია, რომელიც კერძების მომზადებასა და მათ დაგემოვნებას შეგაყვარებთ - მალე გამომცემლობა „პალიტრა L“ საზოგადოებას ახალ სერიას შესთავაზებს. კულინარიული სერია 8 წიგნისგან შედგება და მისი პირველი ტომი 9 მაისიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად სპეციალურ ფასად გაიყიდება.

სერიის წიგნები თვეში ერთხელ გამოვა და თითოეული მათგანი მკითხველს სხვადასხვა ტიპის სამზარეულოდან გამორჩეულ კერძებს შესთავაზებს. სერიის თითოეულ წიგნში 100 რეცეპტი იქნება თავმოყრილი. რეცეპტები გამორჩეულია თავისი სიჯანსაღითა და სიმარტივით. მათ მომზადებას ყველა შეძლებს და, რაც მთავარია, ისინი სასარგებლო და ჯანსაღია.

პირველი ტომის თემა იქნება „კერძები გრილზე“, შესაბამისად ის მკითხველს შესთავზებს 100 რეცეპტს, რომელთა მომზადებაც გრილზეა შესაძლებელი. წიგნის სპეციალური ფასი 13 ლარია. გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად კი მისი შეძენა 15 ლარად იქნება შესაძლებელი.

გამოცემის შეძენა შესაძლებელია წიგნის მაღაზიებსა და პრესის გამავრცელებელ წერტილებში. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ონლაინ მაღაზიით და კურიერი შენაძენს სასურველ მისამართზე მოგიტანთ.

R