საზამთროს ფასი გასულ წელთან შედარებით გაიზარდა - რა ღირს პროდუქტი ქართულ ბაზარზე - Gemrielia.ge

საზამთროს ფასი გასულ წელთან შედარებით გაიზარდა - რა ღირს პროდუქტი ქართულ ბაზარზე

საქართველოში საზამთროს იმპორტი ყოველწლიურად იზრდება. როგორც EastFruit-ის ანალიტიკოსები წერენ, სწორედ გაზრდილი იმპორტი გახდა მიზეზი იმისა, რომ 2021 წელს ადგილობრივ მწარმოებლებს პროდუქციის დაბალ ფასებში გაყიდვა მოუწიათ.

უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში საქართველოში საზამთროს იმპორტი წლიურად საშუალოდ 1 200 ტონით მატულობს. მიმდინარე წელს, ოფიციალური მონაცემებით, განსაკუთრებით აპრილში, იმპორტი საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა.

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში იმპორტირებული საზამთრო 540 ტონას შეადგენს, რაც 10%-ით მეტია, ერთად აღებული გასული 8 წლის აპრილთან შედარებით.

რაც შეეხება ფასებს, 2022 წელს საზამთროს ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე 2021 წელს იყო. მიმდინარე წელს ძირითადი იმპორტიორი ირანია და ერთი კილოგრამის ფასი საშუალოდ 54 თეთრს (0,18 დოლარი) შეადგენს. ეს ფასები სეზონზე უფრო მაღალია, თუმცა როგორც წესი, 3-4 თვეში ის 50%-ით კლებულობს.

წყარო: bpn.ge