„ქვეყანაში ხორბლის 10 დღის მარაგია დარჩენილი“ - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია - Gemrielia.ge

„ქვეყანაში ხორბლის 10 დღის მარაგია დარჩენილი“ - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია

ქვეყანაში ხორბლის 10 დღის მარაგია დარჩენილი,“ - ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო თვეებია ქვეყანაში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა და შედეგად წისქვილები გაჩერებულია. მისივე თქმით, ხორბლის იმპორტიდან ფქვილზე გადართვა საიმპორტო გადასახადის სხვაობამ განაპირობა.

„სამწუხაროდ, ხორბლის მარაგები მინიმალურია, დაახლოებით 10 დღის მარაგია დარჩენილი და უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც გაჩერდება, რომელიც მუშაობდა“,- აცხადებს სილაგავა.

მისი თქმით, ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს, რადგან ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და წისქვილკომბინატებში დასაქმებული ადამიანები სამსახურს კარგავენ... გააგრძელეთ კითხვა