ხაჭაპურის მომზადება წლიურად 30.7%-ით გაძვირდა - Gemrielia.ge

ხაჭაპურის მომზადება წლიურად 30.7%-ით გაძვირდა

2022 წლის აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5.86 ლარამდე გაიზარდა, რაც 0.4%-ით აღემატება 2022 წლის მარტის და 30.7%-ით 2021 წლის აპრილის მაჩვენებელს. ამის შესახებ „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, წლიურ ინფლაციაზე ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასის ზრდამ იმოქმედა: რძე – 12.4%, საფუარი – 15.1%, კარაქი – 23.8%, ყველი – 24.8%, კვერცხი – 29.7%, ფქვილი – 41.1%.

ამასთან, „აისეტის“ ცნობით, ფასების ზრდა თანხვედრაშია საქსტატის წლიური ინფლაციის ოფიციალურ მონაცემებთან. „საქსტატის“ ანგარიშით, სურსათის კატეგორიაში ფასების ზრდამ 21.3% შეადგინა... წაიკითხეთ სრულად