"ავოკადოს, სტაფილოსა და ბანანს დავაბლენდერებდი და ბავშვს სკოლაში გავატანდი" - გიორგი ღოღობერიძე ასახელებს 8 სუპერსაკვებს, რომლებიც ბავშვის განვითარებას ყველაზე მეტად სჭირდება - Gemrielia.ge

"ავოკადოს, სტაფილოსა და ბანანს დავაბლენდერებდი და ბავშვს სკოლაში გავატანდი" - გიორგი ღოღობერიძე ასახელებს 8 სუპერსაკვებს, რომლებიც ბავშვის განვითარებას ყველაზე მეტად სჭირდება

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" 8 სუპერსაკვებს ასახელებს, რომლებიც ბავშვის სხეულს განვითარებისთვის ყველაზე მეტად სჭირდება:

- ბავშვის სხეული ვითარდება და მან ყველა ელემენტი, ვიტამინი დროულად და საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი განვითარება ფერხდება, არა მარტო სიმაღლეში, არამედ შინაგანი ორგანოების კუთხითაც. მათ შორის, იზღუდება გონებრივი რესურსიც. მე რომ მშობელი ვიყო, დილის საათებში ბავშვს კვერცხსა და იოგურტს მივცემდი. კვერცხში ყველაფერია, რაც ბავშვის სხეულს განვითარებისთვის სჭირდება. კვერცხის ცილაში თითქმის ყველა ამინომჟავაა, რომ ადამიანის სხეულში ნებისმიერი ცილა ჩამოყალიბდეს. ამიტომ, კვერცხის ცილა ბავშვისთვის იდეალური საკვებია. მაგრამ, ყვითრიც (კვერცხის გული) არ უნდა დაგვავიწყდეს. მასში B ვიტამინი ძალიან დიდი რაოდენობითაა. მათ შორის, B12 ვიტამინი, რაც ნერვულ სისტემას სჭირდება. ასევე, ნივთიერება ქოლინი. მოცემული ნივთიერება ბავშვს იმისათვის სჭირდება, რომ აცეტილქოლინი წარმოქმნას, ეს კი თავის ტვინის ნეირომედიატორია, რისი საშუალებითაც ნეირონები ერთმანეთს უკავშირდებიან. ამიტომ, კვერცხი იდეალური საკვებია. აქვე დავამატოთ იოგურტიც. მასში ძალიან დიდი რაოდენობითაა კალციუმი და ფოსფატები. ეს კი კბილების, ძვლების ჩამოყალიბებისთვისაა აუცილებელი. იოგურტში ასევე საკმარისი რაოდენობითაა პრობიოტიკებიც. იგი ბავშვის მსხვილ ნაწლავს სწორი ბაქტერიოფლორით ასაზრდოებს. ეს კი მას იმისათვის სჭირდება, რომ იმუნური სისტემა სწორად განვითარდეს.სკოლაში წასვლისას ასევე ბავშვს გავატანდი ბანანის, სტაფილოსა და ავოკადოს დაბლენდერებულ მასას. სტაფილოში A ვიტამინია, რომელიც თვალის ბადურას ეხმარება, რომ ყველაფერი კარგად დავინახოთ. ბავშვი მთელი დღე კითხულობს, ამიტომაც მის თვალებს სწორად ჩამოყალიბებული ბადურა სჭირდება. სტაფილოში არსებული A ვიტამინი მხოლოდ მხედველობას არ ეხმარება - კანსაც აუმჯობესებს. ბავშვებში კანი საკმაოდ პრობლემური ორგანოა. საკმარისია გამონაყარი გაჩნდეს, რომ მისი სოციალური აქტივობა მცირდება. ამიტომ, სტაფილო კარგი გამოსავალი იქნება როგორც თვალისთვის, ასევე კანისთვისაც. გარდა ამისა, ბანანში არსებული მარტივი ნახშირწყლები იდეალური გამოსავალია ენერგიის აღსადგენად. ასევე, მასში კალიუმიცაა...განაგრძეთ კითხვა